ხმა მივეცი ცვლილებას, კოალიციურ მართვას, დემოკრატიის განვითარებასა და დასავლურ კურსს - მამუკა ხაზარაძე
,,ხმა მივეცი ცვლილებას, კოალიციურ მართვას, დემოკრატიის განვითარებასა და დასავლურ კურსს" - "ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარემ საკუთარი არჩევანი გააკეთა. მამუკა ხაზარაძემ ხმის მიცემის შემდეგ მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ეს არჩევნები არის შანსი ქვეყნის მომავალისა და თითოეული მოქალაქის ცხოვრების უკეთესობისკენ შესაცვლელად.
დღეს ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი, ვიტყოდი, ისტორიული დღეა. სწორედ ამიტომ მე მოვუწოდებ თითოეულ საქართველოს მოქალაქეს, მოვიდეს არჩევნებზე და დააფიქსიროს საკუთარი არჩევანი.
დღეს ყველას გვაქვს შანსი, რომ შევცვალოთ ჩვენი ქვეყნის მომავალი, თითოეული ადამიანის ცხოვრება და შევქმნათ პერსპექტივა ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, მე ხმა მივეცი ცვლილებას, კოალიციურ მართვას, დემოკრატიის განვითარებასა და დასავლურ კურსს." - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
მსგავსი სიახლეები
"ლელო-ძლიერი საქართველო": გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს
"ივანიშვილის რეჟიმის მიერ გაკეთებული განცხადებები პირდაპირ აძლიერებს საოკუპაციო ძალების პოლიტიკურ და პროპაგანდისტულ პოზიციებს"