როგორ უნდა გავუმკლავდეთ ქვეყნებს, რომლებიც ავტოკრატიული ტრენდის მიმდევრები ხდებიან? - ნაჩო სანჩეს ამორე

03.06.25 13:17
როგორ უნდა გავუმკლავდეთ ქვეყნებს, რომლებიც ავტოკრატიული ტრენდის მიმდევრები ხდებიან? - ნაჩო სანჩეს ამორე

 

 

რა გზით უნდა გავუმკლავდეთ იმ ქვეყნებს, რომლებიც ევროკავშირის გზაზე არ პროგრესირებენ და პირიქით, ხდებიან ავტოკრატიული ტრენდის მიმდევრები - ეს კითხვა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე ესპანელმა ევროპარლამენტარმა ნაჩო სანჩეს ამორემ დასვა.

ევროდეპუტატის თქმით, საქართველოს, სერბეთის და თურქეთის მაგალითი ევროკავშირისთვის ტესტია, დაიცვას ბალანსი ინტერესებსა და ღირებულებებს შორის.

როგორ უნდა გავუმკლავდეთ ისეთ ქვეყნებს, რომლებიც მოსალოდნელი რეფორმებისა და დემოკრატიის გაღრმავების გზას არ მიჰყვებიან? როგორ უნდა გავუმკლავდეთ საქართველოს, სერბეთს და თურქეთს? ეს ევროკავშირისთვის ტესტია, დაიცვას ბალანსი ინტერესებსა და ღირებულებებს შორის. ჩვენ უნდა დავაბალანსოთ ჩვენი ინტერესები თუ გვინდა, რომ ეს ქვეყნები ევროკავშირის შიგნით გვყავდეს. რა გზით უნდა გაუმკლავდეს კომსია ამ ქვეყნებს, რომლებიც ევროკავშირის გზაზე არ პროგრესირებენ, პირიქით, ხდებიან ავტოკრატიული ტრენდის მიმდევრები, - განაცხადა ნაჩომ. 

ევროპარლამენტში საგარეო საქმეთა კომიტეტზე საქართველოს შესახებ ანგარიშს განიხილავენ.  ყოვეწლიურ ანგარიშში ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ არის საუბარი. დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლაა და ამიტომ უნდა დასანქცირდნენ პასუხისმგებელი პირები. 

ასევე ნეხეთ: 

 

მსგავსი სიახლეები