12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 17.72%-ია – ცესკო
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 12:00 საათისთვის ხმის მისაცემად 619 562 ადამიანი მივიდა, რაც ამომრჩეველთა 17.72% შეადგენს.
2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 საათისთვის 16.5% იყო, 2014 წელს – 16.65%.