ზურაბიშვილი: მცდელობა, რომ მედიაში სიტყვების აკრძალვა დაიწყოს, ორუელის წიგნიდან წამოსული წესებია, ცდილობენ, კიდევ უფრო შეზღუდონ საზოგადოება
სურვილი, მედიაში გაკონტროლდეს ყველი სიტყვა, საზოგადოების შეზღუდვის მცდელობაა - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
ის, რომ რეპრესიების ახალი ტალღა იწყება, ამ ხელისუფლების სისუსტის ნიშანია - ამბობს ზურაბიშვილი.
მეხუთე პრეზიდენტმა, "ოცნების" ქმედება, ჯორ ორუელის წიგნიდან წამოსულს წესებს შეადარა და თქვა, რომ ყველამ ერთად უნდა იბრძოლოს იმისთვის, რომ საზოგადოება არ გაიხლიჩოს და ერთიანობით, ბრძოლა გამარჯვებამდე მივიდეს.
ის, რაც იწყება დღეს მედიის წინააღმდეგ, ანუ ის მცდელობა, რომ გაკონტროლებული იყოს მედიაში შენი ყოველივე სიტყვა და სიტყვების აკრძალვა დაიწყოს, ეს ხომ არის, სუფთა ორუელის წიგნიდან წამოსული რაღაც წესები და ახალი მცდელობები, რომ კიდევ უფრო შეზღუდო საზოგადოება. საზოგადოება დგას, იბრძვის, პროტესტი გრძელდება და ამ პროტესტს ვერ მოერევიან. თუ არ გაჩნდა ის ერთადერთი ბერკეტი, რაც გააჩნია ამ ე.წ. ხელისუფლებას, რომ საზოგადოებაში შეიტანონ, რაღაცა გაუგებრობები, იმედგაცრუება და გახლეჩა. ეს არის, რასაც ჩვენ ყველა ერთად უნდა შევებრძოლოთ და შევებრძოლებით. ანუ, ერთიანობა იმაში, რომ ვიყოთ მხნედ და გამართლებით ვიდგეთ, რომ გავაგრძელოთ ეს ბრძოლა ბოლომდე, რომლის ბოლოც უკვე მოჩანს", - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.
2 ივნისს, ცნობილი გახდა, რომ „ოცნებამ“ „ფორმულასა“ და „ტვ პირველის“ წინააღმდეგ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში საჩივარი შეიტანა.
- პარტიამ ტელეკომპანიებს ისეთი ფრაზების გამოყენების გამო უჩივლა, როგორებიცაა „არალეგიტიმური პარლამენტი”, „ოლიგარქის რეჟიმი”, „რეჟიმის პატიმრები”, „არალეგიტიმური ხელისუფლება”, „კლანის სასამართლო“ და ა.შ.
გარდა ამისა, „ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე ამბობს, რომ კანონით დაპირისპირების პარალელურად, „ქართული ოცნება” სარეკლამო ბაზარსაც უტევს.
- მელაძის თქმით, იმ კომპანიების დიდმა ნაწილმა, რომლებიც „ტვ პირველის” ეთერში თავიანთ რეკლამას ათავსებდნენ, არხთან თანამშრომლობა გაწყვიტა.
მოკლედ ჯორჯ ორუელის რომანის „1984“ შესახებ:
- რომანში წარმოსახვითი ტოტალიტარული სახელმწიფოსარის საუბარი, სადაც ჭეშმარიტების სამინისტრო - ანუ ჭეშსამი დაკავებულია სიცრუით, მშვიდობის სამინისტრო დაკავებულია ომის საკითხებით, სიყვარულის სამინისტრო - წამებით, დოვლათის სამინისტრო კი შიმშილით.
- ორუელის წიგნის მიხედვით, მოქალაქემ ერთდროულად უნდა იწამოს ორი ურთიერთგამომრიცხავი აზრი, თუ ცნება, მათ შორის ოკეანიის მმართველი პარტიის სამი უმთავრესი ლოზუნგის სახით - „ომი მშვიდობაა, მონობა თავისუფლებაა, უმეცრება ძალაა“.