"ოცნებას" ბრიუსელიდან აკრიტიკებენ - მარტა კოსი 3 ბერკეტს ასახელებს, რომელიც ევროკომისიას აქვს

03.06.25 15:22
"ოცნებას" ბრიუსელიდან აკრიტიკებენ - მარტა კოსი 3 ბერკეტს ასახელებს, რომელიც  ევროკომისიას აქვს

კანდიდატის სტატუსის შეჩერება, ვიზალიბერალიზაციის დროებით დაპაუზება და სავაჭრო შეთანხმების გადახედვა - ევროკომისია ივანიშვილის გუნდის წინააღმდეგ ზომების მიღებისთვის ემზადება. ამის შესახებ ევოკიმისარმა მარტა კოსმა Euroscope-ს ბრიუსელის ბიუროს დღეს თავად დაუდასტურა.

კოსის თქმით, ევროკომისია უკვე მუშაობს კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად და ის სამ ძრითად მიმართულებას მოიცავს. 

ევროკომისარი პირდაპირ ამბობს, რომ თუ "ოცნებისგან" შემხვედრ ნაბიჯები არ იქნება, მაშინ ბრიუსელი მათთან მოლაპარაკებების აზრს ვეღარ ხედავს. 

აღფრთოვანებული ვარ ქართველი ხალხით, რომლებიც ქუჩაში გადიან და იბრძვიან ევროპული პერსპექტივისთვის. ევროკომისია და პირადად მე მხარს დავუჭერთ სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოში და რამდენიმე ორგანიზაციას მის ფარგლებს გარეთ. ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაწილი.

მეორე მნიშვნელოვანი ნაწილი არის ის, რომ ნამდვილად გვაღელვებს დემოკრატიულ პროცესში უკუსვლა. ასე რომ, მოვუწოდებთ მთავრობას და ყველა ინსტიტუტს, დაუბრუნდით ევროპულ გზას, ეს არის ის, რასაც თქვენი ხალხი მოითხოვდა და თქვენ ეს უნდა უზრუნველყოთ.

ახლა, რა შეიძლება გავაკეთოთ?! - იცით რომ სანქციები აქვთ დაწესებული ადამიანებს. განხილვა შეიძლება, სამი მიმართულებით წავიდეს: პირველი შესაძლოა, იყოს კანდიდატის სტატუსის ჩამორთმევა, რაც არ მსურს რომ განვიხილოთ, რადგან ვფიქრობ, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს ჰქონდეს კანდიდატის სტატუსი. გვაქვს ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმება, რამდენიმე დებულება შეიძლება გაუქმდეს, იმის გამო რაც საქართველოში ხდება. მესამე ნაწილი იქნებოდა ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმება, რასაც ასევე არ ვისურვებდი მთელი მოსახლეობისთვის, რადგან იმსახურებს, რომ ისარგებლოს თავისუფალი უვიზო მიმოსვლის სისტემით. შეგვიძლია, მეტი გავაკეთოთ პიროვნებების მიმართ და ჩამოვართვათ თავისუფალი მიმოსვლა. ეს ყველაფერი არის შესაძლებლობა და საბჭოა ის, რომელიც გადაწყვეტილებას მიიღებს. მან შეაჩერა მოლაპარაკებები და როგორც კი მთავრობა აჩვენებს მზაობას დაუბრუნდეს ევროპულ გზას, შევძლებთ ლაპარაკს", - განაცხადა მარტა კოსმა. 

ევროპარლამენტში საგარეო საქმეთა კომიტეტზე საქართველოს შესახებ ანგარიშს განიხილავენ.  ყოვეწლიურ ანგარიშში ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ არის საუბარი. დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლაა და ამიტომ უნდა დასანქცირდნენ პასუხისმგებელი პირები. 

ასევე ნეხეთ: 

 

მსგავსი სიახლეები