რეჟიმი, რომელიც მხარს რუსეთს უჭერს - ნაჩო სანჩეს ამორი "ოცნებაზე"
ევროპარლამენტარმა ნაჩო სანჩეს ამორმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას "ოცნების" ხელისუფლება "რეჟიმად" მოიხსენია და თქვა, რომ ის "მხარს რუსეთს უჭერს".
ადამიანის უფლებების ქვეკომიტეტის რიგგარეშე შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას სანჩეს ამორმა თქვა, რომ "ოცნება" ევროკავშირის შესახებ ხალხისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებას ცდილობს.
ევროპარლამენტრმა ასევე პირდაპირ თქვა, რომ "ოცნება" სამოქალაქო საზოგადოების განადგურებას ცდილობს.
მან ოპოზიციას ერთიანობისკენ მოუწოდა - "ოპოზიციამ ერთი ხმით უნდა ილაპარაკოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ გაანადგურებენ. ერთ-ერთი გადაწყვეტილება რომელიც ოპოზიციამ უნდა მიიღოს, ეს არის მიიღებენ თუ არა ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას"
ბევრი რეპრესიული კანონი დაამტკიცეს საქართველოს მთავრობამ. მე არ ვსაუბრობ საქართველოს მთავრობაზე მე ვსაუბრობ რეჟიმზე, საქმე არ ეხება მხოლოდ კანონებს, მთავრობა მხარს უჭერს რუსეთს. ჩვენ აქ იმ ახალი კანონების გამო ვართ რომელიც დაამტკიცეს საუბარია უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონზეც. მთავრობა ცდილობს რომ არასწორი ინფორმაცია მიაწოდოს ხალს ევროკავშირის შესახებ, ჩვენ ვეწვიეთ ქვეყანას სადაც სამოქალაქო საზოგადოებას უწყობენ რეპრესიებს. კონკრეტული ენჯეოები მთელ მათ სამუშაოებს ადამიანის უფლებების დსცვას უძღვნიან, მათ არ სურთ დახურვა მათ სურთ ბრძოლის გაგრძელება. მიუხედავად იმისა რა პოლიტიკურ ვითარებაშიც უწევთ მუშაობა. ჩვენ გვინდა გავაკეთოთ მაქსიმუმი, რათა მხარი დავუჭიროთ სამოქალაქო საზოგადოების ორგაზაციებს. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ვიდეო მასალები ,სადაც ჩანს როგორ ანადგურებენ ტელევიზიებს.სამოქალაქო საზოგადოება ისევ აპროტესტებენ ბოლო არჩევნების შემდეგ. ჩვენ ვნახეთ სერიოზული რეპრესიები ამ პროტესტის წინააღმდეგ. ყველას ვისაც უნდა ევროკავშირში გაწევრიანება უნდა დემონსტრანტების უფლბებების დაცვა. სურთ დაიცვან ისინი ვინც დააკავეს. მდგომარეობა ამაზე უარესი ვეღარ იქნება, ისინი ცდილობენ სამოქალაქო საზოგადოების განადგურებას.
ოპოზიციამ ერთი ხმით უნდა ილაპარაკოს წინააღმდეგ, შემთხვევაში მათ გაანადგურებენ. ერთ-ერთი გადაწყვეტილება რომელიც ოპოზიციამ უნდა მიიღოს, ეს არის მიიღებენ თუ არა ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას", - განაცხადა ევროპარლამენტარმა.