ანგარიშში ახალ ჩასწორებას ვაკეთებთ... პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზა ახალი არჩევნები და სანქციებია - იუკნევიჩიენე
პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზა ახალი არჩევნები და სანქციებია - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტის ადამიანის უფლებების ქვეკომიტეტის (DROI) რიგგარეშე შეხვედრაზე განაცხადა.
იუკნევიჩიენემ პირდაპირ თქვა, რომ "ოცნების" ხელისუფლების ქმედებები უფრო და უფრო "ბელორუსის მიმართულებით მიდის".
ჩვენ ამ ანგარიშში ახალ ჩასწორებას ვაკეთებთ, რადგან იმ ბრუტალური ნაბიჯების გამო რომელსაც რეჟიმი დგამს, ვითარება საქართველოში ყოველდღიურად მძიმდება - ამბოსბ ევროპარლამენტარი
მან ისუბრა საქართველოს მოქალააეებზეც, რომლებიც უკვე 200 დღეზე მეტია, "ქუჩაში იბრძვის საკუთარი უფლებებისთვის“.
ეს ადამიანები უფრო მეტად პრორვროპულები არიან ვიდრე ის ადამიანი ვინც ევროპაში ცხოვრობენ. თქვენ გასაოცრები ხართ, თქვენ ხართ ჩემი გმირები - უთხრა ევროპარლამენტის ტრიბუნიდან ქართველ ხალხს რასა იუკნევიჩიენე.
მინდა მადლობა გადავუხადო დელეგაციის წევრებს, რომლებიც ჩემთან ერთად იმყოფებოდნენ. ჩვენ შევაგროვეთ ფაქტები იმაზე რაც საქართველოში ხდება. მივესალმები ათასობით დემონსტრანტის წარმომადგენლებს, რომლებიც ისევ იბრძვიან ქუჩაში თითქმის 200 დღეა, მთელი ზამთრის განმავლობაში ისინი იყვნენ ქუჩაში და იბრძოდნენ საქართველოს ევროპული მომავლისთვის აფრიალებდნენ ევროკავშირის დროშას. ხანდახან მაქვს გრძნობა რომ
ეს ადამიანები უფრო მეტად პრორვროპულები არიან ვიდრე ის ადამიანი ვინც ევროპაში ცხოვრობენ. თქვენ გასაოცრები ხართ, თქვენ ხართ ჩემი გმირები. თქვენ ხართ გმირები ბევრი ევროპელისთვის ბევრ ქვეყანაში. თქვენი ვიზიტი ძალიან დროულია, ხვალ ჩვენ კენჭს ვუყრით ანგარიშს რომელსაც იმედი მაქვს რომ დავამტკიცებთ, რადგან ყველა პოლიტიკური ჯგუფ ამის მომხრეა, ჩვენ ამ ანგარიშში ახალ ჩასწორებას ვაკეთებთ, რადგან იმ ბრუტალური ნაბიჯების გამო რომელსაც რეჟიმი დგამს, ვითარება საქართველოში ყოველდღიურად მძიმდება. ჩვენი შეხვედრების დროს ლუკაშენკოს რეჟიმი ვახსენეთ რამდენჯერმე რადგან, უფრო და უფრო უახლოვდებით ბელორუსის მიმართულებას. თითქმის ყველა ამბობს რომ სანქციები არის საჭირო რეჟიმისთვის, სანქციები მუშაობს, არ არის სიმართლე რომ სანქციები უშედეგოა პირიქით ეს ძალიაან მნიშვნელოვანია. ევროპალრმანეტის გასულ რეზოლუციაში ჩვენ ვახსენეთ სახელები და გვარები. ჩვენ უნდა ვაიძულოთ წევრი სახელმწიფოებიი დააწესონ სანქციები რაც შეიძლება სწრაფად მათ წინააღმდეგ ვინც რეპრესიებზეაა პასუხისმგებელი.ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია რომ ორი დამოუკიდებელი კრიტიკული მედია დახურვის ზღვარზეა ეს იქნება დასასრული თავისუგალი სიტყვისა. რაც შეეხება მზია ამაღლობელს, ჩვენ გვსურდა მას ვწვეოდით ციხეში, ვითხოვეთ ნებართვა მაგრამ ამის უფლრბა არ მოგვცეს. ეს მამაცი ჟურნალისტი გახდა სიმბოლო მათი ვინც არის დაპატიმრებული. ეს ხდება იმიტომ რომ სამოქალაქო საზოგადოება არის რესურსის გარეშე დარჩენილი. ვფიქრობ ჩვენ შევძლებთ გავერთიანდეთ, რომ შემდეგ პლენარულ სხდომაზე გადაუდებელი რეზოლუვია დავატკიცოთ მზია ამაღლობელის შესახებ თუ სხვა პოლიტიკური ჯგუფებიც შემოგვიერთდებიან. პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზა ახალი არჩევნებია. მე სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. მხოლოდ ახალი სამართლიანი არჩევნები და სანქციები დაემხარება სამოქალაქო საზოგადოებას", - ამბობს რასა იუკნევიჩიენე.