საარჩევნო კარუსელი და ამომრჩევლის მოსყიდვა - IT საარჩევნო დარღვევებზე
მარნეულში საარჩევნო ოლქის მე-13 უბანზე სავარაუდო კარუსელი დაფიქსირდა. ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს"აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს. ეკა გიგაურის თქმით, არასამათავრობო ორგანიზაცია აღნიშნულ უბანზე კენჭისყრის შეწყვეტას მოითხოვს.
ბახლერ გუსეინოვმა რამდენჯერმე მისცა ხმა და მის გარდა კიდევ რამდენიმე პირმა რამდენჯერმე მისცა ხმა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აქ არის სავარაუდო, კარუსელი და ჩვენი ორგანიზაცია ვაპირებთ მოვითხოვოთ კენჭსიყრის შეწყვეტა ამ უბანზე, იმოტომ, რომ ძალიან ბევრი პრობლემა დაფიქსირდა და ამ უბნის შედეგები უნდა გაბათილდეს, - აცხადებს გიგაური.
გავლენიანი არამსათვარობო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი სადამკვირვებლო მისიის მონიტორინგის ფარგლებში სხვა დარღვევებზეც საუბრობს. მისი თქმით, სხვა და სხვა რეგიონში დაფიქსირებული იყო ამომრჩევლის მოსყიდვის და კენჭსიყრის ფარულობის დარღვევის ფაქტები.
სავარაუდო ამომრჩევლის მოსყიდვა - დუშეთში, პირველ უბანზე მიმდინარეობდა კონკრეტული ადმაიანის მიერ სავარაუდო ამომრჩევლების მოსყიდვა, იგი არიგებდა ფულს და ამომრჩევლის ბარათებს, - ამბობს გიგაური.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" დღის 2 საათამდე საარჩევნო უბნებზე 100-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა აღმოაჩინა. დაიწერა 14 საჩივარი.
მსგავსი სიახლეები
"ლელო-ძლიერი საქართველო": გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს
"ივანიშვილის რეჟიმის მიერ გაკეთებული განცხადებები პირდაპირ აძლიერებს საოკუპაციო ძალების პოლიტიკურ და პროპაგანდისტულ პოზიციებს"