მძიმე ისტორიები საქართველოდან - რა თქვა სამოქალაქო საზოგადოებამ ევროპარლამენტში და რა პოზიცია აქვს ბრიუსელს
სამოქალაქო საზოგადოების ხმა დღეს ევროპარლამენტის ტრიბუნიდან ისმოდა. იმ ადამიანებმა, ვინც თითქმის 200 დღეა ქუჩაში ახალი არჩევნებისა და პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით დგას, დღეს ევროპარლამენტში "ოცნება" ძალადობასა და რეპრესიებში ამხილეს. დაასახელეს მთავარი დამკვეთი - ბიძინა ივანიშვილიც. "ნუ აქცევთ სტრატეგიულ მოთმინებას მორალურ დუმილად, ახლა არა განცხადებების, არამედ ქმედების დროა" - თქვეს დღეს ევროპული მომავლის მცველებმა უმაღლესი ტრიბუნიდან.
დღეს ევროპარლამენტში უმძიმესი ისტორიები ისმოდა, იმ რიგითი მოქალაქეების ისტორიები, ვინც ივანიშვილის გუნდმა ციხეში ჩასვა. ერთ-ერთი მთავარი მომხსენებლი ქეთევან ქერაშვილი იყო. აღწერა, როგორ აქცია "ოცნებამ" ახალგაზრდები სინდისის პატიმრებად. დღეს ამ დარბაზში ისმოდა მოთხოვნა ევროკავშირის მიმართაც: დასაჯონ პუტინის ყველა სატელიტი, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობას და ევროპულ მომავალს აკარგვინებს.
ევროპარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტზე დღეს განხილსის მთავარი თემა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები იყო. ევროპარლამენტარების შეფასებით, საქართველოში ვითარება ყოველ დღე მძიმდება, ამიტომ გამოსავალს ახალი არჩევნების გარდა ვერაფერში ხედავენ. ევროკავშირმა უნდა იმოქმედოს და დაასანქციროს ოცნების ყველა ჩინოვნიკი, ვინც საქართველოში დემოკრატიას ძირს უთხრის - ეს არის გზა, რითაც ბრიუსელს ხალხის დახმარება შეუძლია, - ამბობენ ევროდეპუტატები.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.