გომელაურის შემდეგ შსს-ს სხვა ჩინოვნიკებიც ტოვებენ - დგას თუ არა რიგში "ხარება"

03.06.25 20:26
გომელაურის შემდეგ შსს-ს სხვა ჩინოვნიკებიც ტოვებენ - დგას თუ არა რიგში "ხარება"

ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე ხარებას შესახებ დასმულ კითხვას აგრესია მოჰყვა. გდდ-ეს ბაზის მიმდებარე პერიმეტრზე "პირველების" ოპერატორს, სერგი ბარამიძეს ხარებას წარმომადგნლები დაუპირისპირდნენ. ძალოვანები ჩვენს ოპერატორს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების შესაძლებლობას არ აძლევდნენ.

ხარებას დაჯგუფება აგრესიაზე მას შემდეგ გადავიდა, რაც შეიტყვეს, რომ აქ იმის გასაეკვევად მოვედით,  შეეხო თუ არა ხარებას და მის მოადგილეებს საკადრო წმენდა შინაგან საქმეთა სამინისტროში.

განსკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შენობასათან ხარებას დასაცავად, პრაქტიკულად, მთელი ობიექტების დაცვის სამმართველო იყო მობილიზებული. ადგიზლე იმყოფებოდა ზვიად კალატოზიშვილი და გრიგოლ გეგეჭკორიც.

შინაგან საქეთა სამინსიტროში საკადრო ცვლილებებია. პოსტიდან გაუშვეს, იოსებ ჭელიძე, რომელსაც საზოგადოება "მოზგის" სახელით იცნობს. შაბათის ეთერის ჟურნალისუტრი გამოძიებით დადგინდა, 2024 წლის ოქტომბერში დადასტურდა, რომ სწორედ ის გასცემდა წყლის ჭავლის სატყორცნ მანქანებში გაზის შერევის ბრძანებას, რომ დარბევას.

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები