რა გეგმა აქვს ოპოზიციას თვითმმართველობის არჩევნების წინ?

03.06.25 21:02
რა გეგმა აქვს ოპოზიციას თვითმმართველობის არჩევნების წინ?

რა გეგმა აქვს ოპოზიციას არჩევნების წინ? პოლიტიკური პარტიები ერთიან პოზიციაზე ჯერ ვერ ჩამოყალიბდნენ. ნაწილი ამბობს, რომ პოლიტიკური პროცესები ბრძოლის გარეშე არ უნდა იყოს და ადგილობრივი არჩევნები ოპოზიციის ახალი ბრძოლის ხაზად უნდა იქცეს. მათი დღის წესრიგი ასეთია: მუნიციპალური არჩევნები, ბრძოლა სინდისის პატიმრობის გასათვისუფლებლად და ახალი საპარლამენტო არჩევნების მიღწევა.

 ეს გეგმა ოპოზიციის მეორე ნაწილისთვის მიუღებელია, ისინი გამოსავალს ბოიკოტში ხედავენ. 

სალომე ზურაბიშვილი კი ახალ არჩევნებს ელოდება. თუ ის არ ჩაინიშნება შემოდგომამდე, მაშინ მუნიციპალური და საპარლამენტო არჩევნები ერთად უნდა ჩატარდეს. ზურაბიშივლი დღეს ითხოვდა, ევროკავშირის მიმართ გაიზარდოს ზეწოლა, რომ ივანიშვილის პარტია გახდეს იძულებული, მოპარული არჩევნების ნაცვლად ქვეყანაში სამართლიანი არჩევნები ჩაატაროს. 

ჩვენ მოვითხოვთ საპარლამენტო არჩევნებს და თუ ოქტომბრამდე ამას ვერ მივაღწიეთ, თუ არ იქნა ჩანიშნული, მაშინ ერთობლივად საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები. ეს არის ერთადერთი მოთხოვნა, რომელიც არ შეიცვლება თავისი მეორე მოთხოვნით, რომელიც არის პოლიპატიმრების გათავისუფლება. ეს არჩევნები არ უნდა ჩატარდეს ივანიშვილის წესებით, ივანიშვილის და მისი სუსის კონტროლის ქვეშ, - ამბობს სალომე ზურაბიშვილი. 

თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის მირებას მართებულად მიიჩნევს ექსპერტების ნაწილი. მათი განმარტებით, არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა, "ოცნებამ" შესაძლოა, სათავისოდ გამოიყენოს.  

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის ჩართვაში. 

მსგავსი სიახლეები