ზურა და ნიკა არიან ამ ქვეყნის გამორჩეული პოლიტიკური ლიდერები და ისინი მზად იყვნენ ციხისთვის-გვარამია
ზურა და ნიკა არიან ამ ქვეყნის გამორჩეული პოლიტიკური ლიდერები და ისინი მზად იყვნენ იმისთვის, სადაც ახლა იმყოფებიან- ამის შესახებ კოალიცია “ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერმა, ნიკა გვარამიამ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
მისი თქმით, “დღეს ბრძოლა მიდის თავისუფლებისთვის, რომელიც ქვეყანას აქვს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის სახით რუსეთთან.“
“როცა ამ ბრძოლაში ებმები, უნდა იცოდე, რომ შესაძლოა, ციხეში წასვლაც მოგიწიოს“,- ამბობს გვარამია.
გრძნობენ თავს ნორმალურად, რამდენადაც ეს ციხეში შესაძლებელია. ზურა და ნიკა არიან ამ ქვეყნის გამორჩეული პოლიტიკური ლიდერები და ისინი მზად იყვნენ იმისთვის, სადაც ახლა იმყოფებიან-ციხისთვის და თუ რამე იქნება უფრო მეტი საჭირო, იმისთვისაც. რეალურად ჩვენ ახლა ვიბრძვით თავისუფლებისთვის და ეს არის ბრძოლა თავისუფლებისთვის, რომელიც გვაქვს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის სახით რუსეთთან. როცა ამ ბრძოლაში ებმები უნდა იცოდე, რომ შესაძლოა, ციხეში წასვლაც მოგიწიოს, სხვა რამეც მოხდეს.
ციხეში ეს ადამიანები იმიტომ წავიდნენ, რომ ასე ჩათვალეს საკუთარ მორალთან წელში გამართულები რომ ყოფილიყვნენ. მეც ეს განწყობა მაქვს. პირდად ჩემი სახელითაც და ნიკას სახელითაც შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ვერ ვმოქმედებთ მთელი ჩვენი შესაძლებლობებით, როცა ვიცით, რომ ჩვენ საკუთარ სინდისთან ვართ კომპრომისზე წასულები და დაკარგული გვაქვს მორალური უპირატესობა. ეს ყოველთვის ართულებს და შეუძლებელს ხდის, იბრძოლო და ბოლომდე დაიხარჯო ამ ბრძოლაში“,- აცხადებს გვარამია.