პროკურატურას 9 რიცხვიდან უკვე შეუძლია შუამდგომლობა შეიტანოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე-გვარამია

03.06.25 22:31
პროკურატურას 9 რიცხვიდან უკვე შეუძლია შუამდგომლობა შეიტანოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე-გვარამია

ელოდება თუ არა აღკვეთის ღონისძიების შეცვლას 7 ივნისის შემდეგ კოალიცია “ცვლიელებებისთვის“ ლიდერი-ნიკა გვარამია ამბობს, რომ მას გადაწყვეტილება არ შეუცვლია, გირაოს გადახდა არ აპირებს და “ქართული ოცნება“ რას იზამს, ეს უკვე მისი კონტროლის მიღმაა.

როგორც გვარამიამ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, “გადაწყვეტილება მიღებული აქვს, არაფერს ელოდება და უბრალოდ მზადაა, ნებისმიერი შედეგისთვის“.

არანაირი მოლოდინი არ მაქვს, გირაოს არ გადავიხდი, 9 რიცხვიდან, უკვე ყოველდღე შეუძლია, რომ შუამდგომლობა შეიტანოს პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე, ან 13 -შივე გააკეთონ ეს. ჩემთვის ამას მნიშვნელობა არა აქვს. გადაწყვეტილება მიღებული მაქვს, არაფერს ველოდები, მე შემიძლია ვიყო მხოლოდ მზად. დანარჩენი ჩემი გადასაწყვეტი არ არის, რისი კონტროლიც შემიძლია, იმას ვაკონტროლებ, ჩემ მზაობას. რას იზამს “ქართული ოცნება“ ეს ჩემს კონტროლს მიღმაა და მე ამაზე არც ვფიქრობ,- თქვა გვარამიამ.

მსგავსი სიახლეები