“არჩევნებში“ მონაწილეობა იქნება მორიგი სპეცოპერაცია, ქართველი ხალხის წინააღმდეგ-თინა ბოკუჩავა
დაუშვებელი და წარმოუდგენელია “არჩევნებში“ მონაწილეობა, მე მას არჩევნებადაც არ მოვიხსენიებ, რადგან მიმაჩნია, რომ ეს იქნება მორიგი სპეცოპერაცია, ქართველი ხალხის წინააღმდეგ,- ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა თინა ბოკუჩავამ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
ბოკუჩავას თქმით, “26 ოქტომბრის არჩევნები იყო რუსული ჰიბრიდული სპეცოპერაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ამაზე თანხმდება სრულიად პოლიტიკური სპექტრი.“
ოპოზიციონერი პოლიტიკოს მიიჩნევს, რომ ამ ყველაფრის შემდეგ, არჩევნებში მონაწილეობა “წაგებულ თამაშში შესვლას ნიშნავს“.
დაუშვებელი და წარმოუდგენელია “არჩევენებში“ მონაწილეობა, მე მას არჩევნებადაც არ მოვიხსენიებ, რადგან მიმაჩნია, რომ ეს იქნება მორიგი სპეცოპერაცია, ქართველი ხალხის წინააღმდეგ. თუ იმაზე ვთანხმდებით მთელი პოლიტიკური სპექტრი, მინუს ივანიშვილი და მისი დანამატები, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები იყო რუსული ჰიბრიდული სპეცოპერაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ამაზე თანხმდება სრულიად პოლიტიკური სპექტრი. მას შემდეგ განვითარებულ მოვლენებს თუ გადავხედავთ, როგორ შეიძლება დავუშვათ, რომ ახლა, როცა ქვეყანაში გვყავს 50-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი, პოლიტიკურ ლიდერებს ერთი-მეორეს მიყოლებით აკავებენ, კიდევ უფრო გაუარესებულია საარჩევნო გარემო, ეს წაგებულ თამაშში შესვლას ნიშნავს,- განაცხადა ბოკუჩავამ.