შაჰინი: "ოცნების" კამპანია სიმართლის წინააღმდეგ დემოკრატიაზე თავდასხმაა
აშკარაა, რომ მედიასაშუალებები პოლიტიკური მიზნებით გახდებიან "ოცნების" სამიზნე - განცხადება ამის შესახებ განცხადება აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, სენატორმა და MEGOBARI აქტის ერთ-ერთი თანაავტორმა, ჯინ შაჰინმა გააკეთა.
გავლენიანი სენატორი “ქართული ოცნების” მთავრობის მიერ სამაუწყებლო კანონის დამოუკიდებელ მედიის წინააღმდეგ გამოყენებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ "ოცნების" კამპანია სიმართლის წინააღმდეგ დემოკრატიაზე თავდასხმაა".
მისი თქმით, მათ შორის, ამის გამო სენატმა ორპარტიული MEGOBARI აქტი უნდა მიიღოს.
“დამოუკიდებელი მედია ნებისმიერი დემოკრატიის ქვაკუთხედია. როდესაც "ქართული ოცნების" მთავრობამ სამაუწყებლო კანონში ცვლილებები შეიტანა, ეს სერიოზულ შეშფოთებას იწვევდა, რომ კანონი დამოუკიდებელი ქართული მედიის წინააღმდეგ შეიძლებოდა ყოფილიყო გამოყენებული. ახლა, როდესაც "ოცნება" დამოუკიდებელ ტელევიზიებზე, როგორიცაა "ფორმულა", "ტვ პირველი" და "მთავარი", საჩივრებს წარადგენს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში რომლის დამოუკიდებლობაც კითხვის ნიშნის ქვეშაა აშკარაა, რომ ეს მედიასაშუალებები არა პროფესიული სტანდარტებით, არამედ პოლიტიკური მიზნებით გახდებიან სამიზნე.
"ოცნების" კამპანია სიმართლის წინააღმდეგ დემოკრატიაზე თავდასხმაა. სწორედ ამიტომ, მოვუწოდე სენატს, განიხილოს ჩვენი ორპარტიული MEGOBARI-ს აქტი, რადგან ქართული ხალხის მხარდაჭერა ნიშნავს "ოცნების" პასუხისმგებლობის დაკისრებას პრესის თავისუფლებასა და დემოკრატიულ ინსტიტუტებზე თავდასხმისთვის", - განაცხადა შაჰინმა.