სალომე ზურაბიშვილი: ტერორი საქართველოში, ივანიშვილის რეჟიმი რუსეთს ბაძავს

04.06.25 10:39
სალომე ზურაბიშვილი: ტერორი საქართველოში, ივანიშვილის რეჟიმი რუსეთს ბაძავს

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ამბობს, რომ "ივანიშვილის რეჟიმი" რუსეთს ბაძავს, როცა კრიტიკულად განწყობილი ტელეარხებზე ცენზურის დაწესებას ცდილობს. 

სალომე ზურაბიშვილი "ქართული ოცნების" მიერ დიქტატურის დამყარებაზე საუბრობს:

ტერორი საქართველოში - დარჩენილი ორი კრიტიკულად განწყობილი ტელეარხისთვის ცენზურის დაწესება, რაც მძიმე ჯარიმებისთვის და მაუწყებლობის ლიცენზიების შეჩერებისთვის ნიადაგს ამზადებს, ივანიშვილის რეჟიმის კიდევ ერთი ახალი ნაბიჯია, რომლითაც რუსეთს ჰბაძავს და მის დირექტივებს ემორჩილება. აშშ-სა და ევროკავშირს რეაგირებისკენ მოვუწოდებ!

მსგავსი სიახლეები