არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ რეზოლუციას ხმა არ მისცა

04.06.25 10:39
არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა საქართველოს  ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ რეზოლუციას ხმა არ მისცა

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 79-ე სესიაზე მიიღო რეზოლუცია, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა სახლებში დაბრუნების უფლების მხარდაჭერას.

კენჭისყრა 3 ივნისს გაიმართა. 

რეზოლუციას „იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან, საქართველო“, მხარი 107 ქვეყანამ დაუჭირა, 9 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 49-მა თავი შეიკავა.

  • აღსანიშნავია, რომ არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა საქართველოს  ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ რეზოლუციას ხმა არ მისცა და დოკუმენტის მხარდაჭერისგან თავი შეიკავა.
  • რეზოლუციის მხარდამჭერებს შორის არ არის არც ჩინეთი.

დოკუმენტში ხაზგასმულია ყველა იძულებით გადაადგილებული პირისა და ლტოლვილის თავიანთ სახლებში დაბრუნების უფლება. ასევე საუბარია ქონებრივი უფლებების პატივისცემასა და მუშაობის საჭიროებაზე. 

წინააღმდეგნი (9 ქვეყანა):

  1. ბელარუსი

  2. კუბა

  3. ჩრდილოეთ კორეა

  4. ეკვატორული გვინეა

  5. მალი

  6. ნიკარაგუა

  7. რუსეთის ფედერაცია

  8. სუდანი

  9. ზიმბაბვე

თავი შეიკავეს (49 ქვეყანა):

  • სერბეთი

  • სომხეთი

  • ყაზახეთი

  • უზბეკეთი

  • ტაჯიკეთი

  • ყირგიზეთი

  • ვიეტნამი

  • ეგვიპტე

  • სამხრეთ აფრიკა

  • ბრაზილია

  • ინდოეთი

  • მექსიკა

  • თურქეთი

  • ინდონეზია

  • არაბთა გაერთიანებული საამიროები (United Arab Emirates)

  • საუდის არაბეთი

  • სინგაპური

  • შვეიცარია

  • ესპანეთი

  • სლოვენია

  • სლოვაკეთი
    და სხვა.

შეგახსენებთ, რომ გაეროს გენერალურმა ასამბლეში გამართულ კენჭისყრამდე რამდენიმე დღით ადრე, "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის კანდიდატურიდან ზურაბ პოლოლიკაშვილი გამოიწვია და მხარდაჭერა არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ წარდგენილ კანდიდატს გამოუცხადა. 

მსგავსი სიახლეები