საქალაქო სასამართლოში ზურაბ ჯაფარიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს (ფოტოები ადგილიდან)
თბილისის საქალაქო სასამართლოში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
საქმე წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობას ეხება.
საქმეს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია განიხილავს - დღევანდელ სხდომაზე მხარეები შესავალი სიტყვით წარსდგებიან.
სხდომას დიპლომატიური უწყების წარმომადგენლები ესწრებიან. 
ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, მას შემდეგ კი რაც პოლიტიკოსმა ჯარიმას "უკანონო" უწოდა და არ გადაიხადა, ის 22 მაისს, სასამართლოშივე დააკავეს.
