ვერთობი, ვთამაშობ! - ამომრჩევლის ნების კონტროლი თელავში
ამომრჩევლის ნების კონტროლი - თელავში 45-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედებას არა მხოლოდ კოორდინატორები, არამედ უშუალოდ "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ცდილობს. საარჩევნო უბანთან, ავტომანქანაში, ამ დრომდე მობილიზებულები არიან "ქართული ოცნების" კოორდინატორები. ისინი ღიად ამბობენ, რომ ადგილზე კონკრეტული პარტიის მხარდასაჭერად მუშაობენ.
მე უბნის უფროსი ვარ. ზოგადად ვარ და ვაკონტროლებ სიტუაციას. ჩვენი ამომრჩეველიც მოდის, სხვა პარტიებიც მოდიან. მე დიდი ხანია, აქ ვცხოვრობ და ყველას ვიცნობ. სიები როგორ არ მაქვს, მე ჩემი სიები მაქვს, მაგრამ ზეპირად ვიცი ყველაფერი, - ამბობს ავტომობილში მჯდომი კოორდინატორი.
მეორე კოორდინატორმა კითხვაზე თავის არიდება უკბილო ხუმრობით სცადა.
ვერთობი, ვთამაშობ, მზიას ვუდგავარ გვერდზე. არ მაქვს სხვა ადგილი გასართობი, - თქვა კოორდინატორმა.
კოორდინატორებისთის დასმულმა შეკითხვებმა საარჩევნო უბნიდან გამოსული მოქალაქე გააღიზიანა.
უაზრო კითხვებს უსვამთ! კარგით, ტვინი ნუ ... შენ, რა! - ამბობს ადგილობრივი.
მსგავსი სიახლეები
"ლელო-ძლიერი საქართველო": გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს
"ივანიშვილის რეჟიმის მიერ გაკეთებული განცხადებები პირდაპირ აძლიერებს საოკუპაციო ძალების პოლიტიკურ და პროპაგანდისტულ პოზიციებს"