ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ ანგარიშის კენჭისყრა იწყება
პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრი ევროპარლამენტია, სადაც საქართველოს შესახებ ანგარიშის კენჭისყრა იწყება. საქმე ყოვეწლიურ ანგარიშს ეხება.
დოკუმენტში ევროდეპუტატები ბიძინა ივანიშვილის, კახა კალაძის, შალვა პაპუაშვილის, ირაკლი ღარიბაშვილის და სხვა მაღაჩინოსნების დასანქცირებას ითხოვენ, რადგან მათი თქმით, სწორედ ისინი არიან პასუხისმგებელნი საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე.
გარდა ამისა, დოკუმენტში მოთხოვნილია ვიზალიბერალიზაციის და ასოცირების შეთხნმების გადახედვასაც. კრიზისიდან გამოსვლის გზად ევროპარლამენტარები ქვეყანაში ახალი არჩევნების დანიშვნას და აქციებზე დაკავებული პირების გათავისუფლებას მიიჩევენ.
ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეროპარლამენტარები მისცემენ ძალიან სწორ შეფასებას მოვლენებს, რომელიც ვითარდება საქართველოში. ევროპარლამენტი, რასაკვირველია, შეჯამების შემდეგ მიმართავს ევროკომისიას და ევროკავშირის საბჭოს, რომ გადადგან კონკრეტული ნაბიჯები, რაშიც იგულისმება სანქციების დაწესება შესაბამისი პირების მიმართ, იგულისმება გადახედვა საქართველოსთან თანამშრომლობის და არსებული ფორმატების გადახედვა, ვინაიდან ამ რეჟიმმა, ფაქტობრივად, უკვე მოახდინა ყველა არსებული ფორმატის გაჩერება, ამიტომ მოხდება ყველა არსებული ფორმატის გადახედვა და შესაბამისი დასკვნების გამოტანა, - ამბობს დიპლომატი გიგი გიგიაძე.
დიპლომატები დარწმუნებულები არიან, რომ ანგარიშის დამტკიცების შემდეგ ევროკომისია ამ დოკუმენტის მთავარი მოთხოვნებით იხელმძღვანელებს და საბოლოო ჯამში, საქართველოს შესახებ ანგარიშში მოცემული ყველა მოთხოვნა შესრულდება.