შესაძლო სამოხელეო გადაცდომა - ნიკა კაციას საქმეზე ომბუდსმენი პროკურატურას მიმართავს

04.06.25 12:29
შესაძლო სამოხელეო გადაცდომა - ნიკა კაციას საქმეზე ომბუდსმენი პროკურატურას მიმართავს

სახალხო დამცველი პროკურატურას პროევროპული აქციების დროს დაკავებული ჟურნალისტის ნიკა კაციას საქმის გამოძიების რეკომენდაციით მიმართავს. ომბუდსმენი შესაძლო სამოხელეო გადაცდომის გამოძიებას ითხოვს. 

  • ნიკა კაციას ადვოკატები რამდენიმე თვეა, ირწმუნებიან, რომ დაკავების ადგილი გაყალბებულია   და  ნარკოტიკი -რომლის გამოც ჟურნალისტს ციხეში  უვადო მუხლით უშვებენ, სავარდოდ ჩადებულია. 

გამოძიების  დაწყების მოთხოვნით სახალხო დამცველმა პროკურატურას 19 მაისს მიმართა.

ამ დრომდე დაცვის მხარეს არ აქვს ინფორმაცია, დაიწყო თუ არა გამოძიება შესაძლო სამოხელეო დანაშაულთან დაკავშირებით.

  • ნიკა კაცია ამტკიცებს, რომ პოლიციელებმა ის საკუთარ სახლთან იმ დროს დააკავეს, როდესაც ტაქსში ჯდებოდა. თუმცა, სხვა რამეს ირწმუნება პროკურატურა და ამბობს, რომ აქტივისტი ვართაგავას 42 ნომერში აიყვანეს. დაკავებული ჟურნალისტი ამბობს, რომ ცდომილებაა დაკავების დროსთან და ადგილთან დაკავშირებითაც.

ნიკა კაციას ინტერესების დამცველი ამბობს, რომ სახელმწიფომ დროული რეაგირება არ მოხდინა, რამაც შესაძლოა, მტკიცებულებების განადგურებას შეუწყო ხელი. 

მტკიცებულებების მოპოვებას აქვს თავისი სპეციფიკა, თავისი გარემოებები, რომ ინფორმაცია იქნას შენახული და იმიტომ აქვს დროულ რეაგირებას სწორედაც მნიშვნელობა, რომ ეს მტკიცებულებები არ განადგურდეს და შემდგომ იქნეს მოპოვებული. მოცემულ შემთხვევაში ეს ვიდეოკამერები რამდენად უკვე შენახულია და რამდენად არსებობს და არ წაშლილა, ამაზე მსჯელობა უკვე ძალიან რთულია, ძალიან დაგვიანებულია, მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ მოვითხოვეთ გამოძიების დაწყება, უკვე დღეს გვიანია ამასთან დაკავშირებით, თუმცა იმ მოცემულობით, რაც გვაქვს, ვფიქრობ, რომ სახელმწიფომ არ მოახდინა რეაგირება. ნიკოლოზ კაცია მიუთითებდა, რომ მის მიმართ განახორციელეს დანაშაული, სამოხელეო დანაშაულია, მოგეხსენებათ, პოლიციელის მხრიდან მტკიცეულებების ფალსიფიკაცია, შესაბამისი დოკუმენტების გაყალბება. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ სწორედ ეს მოწმეები იკითხებიან დღეს სასამართლოში და შემდეგ სასამართლომ ამ მოწმეების ჩვენებაზე დაყრდნობით უნდა იმსჯელოს და გამოიტანოს განაჩენი. ხოლო რა განაჩენი გამოვა და რამდენად უტყუარია ამ მოწმეების მიერ მიცემული ჩვენება, სწორედ ამას უნდა ემსახურებოდეს და აქედან გამომდინარე, სახელმწიფომ თავისი ვალდებულება უნდა შეასრულოს, - ამბობს ადვოკატი.

ნიკა კაციას დედა ამბობს, რომ  გამოძიების იმედი არ აქვს. 

გამიხარდა, მაგრამ სახალხო დამცველს ცოტა დააგვიანდა, ცოტა. არც ველოდი ასეთ დროს, მაგრამ ნიკა უკვე დიდი ხანია, თითქმის ყველა მის სასამართლო სდომაზე მოითხოვს, დაიწყოს გამოძიება. ამას რა მოჰყვება არ ვიცი, რომ ვთქვა, რომ დიდი იმედი მაქვს არა, მაგრამ რა ვიცით, სამართალი ურმით დადისო და ხომ დადის?იქნებ ჩვენამდეს ოდესმე მოვიდეს - მარინა აფციაური - ნიკა კაციას დედა.

შეგახსენებთ, რომ ნიკა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს. მას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას ედავებიან. ბრალი 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

მსგავსი სიახლეები