გაბიტაშვილი გამოიყენეს და გააგდეს - ბექა ლილუაშვილი
გახარიას გუნდში ფიქრობენ, რომ აწ უკვე ყოფილი მთავარი პროკურორი, გიორგი გაბიტაშვილი "გამოიყენეს და შემდეგ გააგდეს".
ბექა ლილუაშვილის თქმით, "ოცნება" ასე მოექცა ყველა იმ მაღალჩინოსანს, რომლებიც სანქციების ქვეშ მოექცნენ.
უკიდურესად დამაზიანებელი სანქციების მიღების შემდეგ, ადამიანები, მაგალითად გომელაური, რომლებიც მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ ამოვლენ იმ სიიდან, სადაც მოხვდნენ, უბრალოდ გამოიყენეს და გაუშვეს. ეს არის პრეცენდენტული, რასაც ყურადღება უნდა მიაქციონ პირველ რიგში "ქართული ოცნების" ამ ძალადობრივი სისტემის მსახურებმა, რომ არავინ არ არის "ქართულ ოცნებაზე", ივანიშვილის ინტერესებზე უფრო ძვირფასი. ამიტომ, ამ პერსპექტივიდან შეხედონ საკუთარ ცხოვრებას და საკუთარ მომავალს", - აცხადებს ბექა ლილუაშვილი.
გიორგი გაბიტაშვილი მთავარი პროკურორი აღარ იქნება - ის შალვა პაპუაშვილმა დღეს გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარადგინა.
გაბიტაშვილი ცოტნე ყავლაშვილს შეცვლის, რომელმაც თავის მხრივ გენერალური აუდიტორის თანამდებობდა გუშინ დატოვა. ყავლაშვილი ფინანსთა მინისტრის მოადგილე გახდა.
ცნობისთვის, გიორგი გაბიტაშვილი დასავლური სახელმწიფოების მიერ არის სანქცირებული.