სანქცირებული გაბიტაშვილი უწყებიდან პრაქტიკულად გააგდეს - ხატია დეკანოიძე
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკნაოიძე ამბობს, რომ გიორგი გაბიტაშვილი გენერალური პორკურორის თანამდებობიდან "პრაქტიკულად გააგდეს".
დეკანოიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილი დასანქცირებულ ადამიანებს იშორებს და სწორედ ამას უკავშირდება ცვლილებები, რომელიც "ქართულ ოცნებაში" ბოლო რამდენიმე დღეა, მიმდინარეობს.
- ცნობისთვის, გიორგი გაბიტაშვილი დასავლური სახელმწიფოების მიერ არის სანქცირებული.
ივანიშვილის ეს შინაგანი უსაფრთხოება როგორც ჩანს, მისი პარანოიდალური მოსაზრებებით არ არის დაცული. გადააყენეს ძალით, ჩაანაცვლეს გაბიტაშვილი, ანუ პრაქტიკულად გააგდეს მნიშვნელოვანი თანამდებობიდან. და ახლა როგორც ჩანს, შემოიყვანენ იმ ადამიანს, რომელიც კვლავ სანქციების სამიზნე იქნება. გაბიტაშვილი უკვე დასანქცირებულია არაერთი ქვეყნის მიმართ და ფაქტია, რომ ასეთ დასანქცირებულ ადამიანებს ბიძინა ივანიშვილი იშორებს. ოღონდ ყველას უნდა ესმოდეს და განსაკუთრებით რეჟიმის წარმომადგენლებს, რომ ასეთი დასანქცირებული ადამიანების ნუსხა არ შემცირდება. რამდენსაც გამოცვლის, იმდენი ადამიანი დასანქცირდება", - ამბობს ხატია დეკანოიძე.
გიორგი გაბიტაშვილი მთავარი პროკურორი აღარ იქნება - ის შალვა პაპუაშვილმა დღეს გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარადგინა.
გაბიტაშვილი ცოტნე ყავლაშვილს შეცვლის, რომელმაც თავის მხრივ გენერალური აუდიტორის თანამდებობდა გუშინ დატოვა. ყავლაშვილი ფინანსთა მინისტრის მოადგილე გახდა.