ქოცებო, ეს მარშუტკები ტურისტებისთვის გყავთ, თუ ხმების კონტროლისთვის? - გიგი უგულავა
გაერთიანებული ოპოზიციის ფოთის მერობის კანდიდატი სოციალურ ქსელში საარჩევნო დარღვევის შესახებ წერს. გიგი უგულავას ინფორმაციით, ,,ქართულ ოცნებას" საარჩევნო უბნებთან მიკროავტობუსები ჰყავს მიყვანილი და ამომრჩეველთა ნებას აკონტროლებს.
,,ოცნება", ჩამოყალიბდით, ეს მარშუტკები ტურისტებისთვის გყავთ თუ ხმების კონტროლიორებისთვის. თორემ იწყებენ, რომ ტურისტები არიან და ბოლოს ამ ფურცელს იფრიალებენ.
ქოცებო, ვერაფერი გადაგარჩენთ
პ.ს. ამომრჩევლის ნების კონტროლი კანონით აკრძალულია. აგიტაცია დაშვებულია, მაგრამ მარშუტკაში ვის უქადაგებენ? - წერს გიგი უგულავა ფეისბუქგვერდზე.
მსგავსი სიახლეები
14.08.26 19:26
"ლელო-ძლიერი საქართველო": გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს
"ივანიშვილის რეჟიმის მიერ გაკეთებული განცხადებები პირდაპირ აძლიერებს საოკუპაციო ძალების პოლიტიკურ და პროპაგანდისტულ პოზიციებს"