გაბიტაშვილის გადაყვანით აუდიტის სამსახური უფრო მეტად იქნება გამოყენებული პოლიტიკური მექანიზმად - სიორიძე
აუდიტის სამსახური პოლიტიკურ მექანიზმად იქნება გამოყენებული - ასეთ შეფასებას აკეთებს "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი სიორიძე მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ საქართველოს მთავარი პროკურორი გიორგი გაბიტაშვილის აუდიტის სამსახურის უფროსად გადაიყვანეს.
სიორიძე ამბობს, რომ ამით აუდიტის სამსახური რაჟდენ კურპრაშვილის უწყებას დაემსგავსება.
დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული გაბიტაშვილის გადაყვანა აუდიტის სამსახურის უფროსად იმის მანიშნებელია, რომ აუდიტის სამსახური ახლა გაცილებით უფრო მეტი ძალისხმევით იქნება გამოყენებული პოლიტიკური დევნის მექანიზმად და ის დაემსგავსება ანტიკორუფციულ ბიუროს, რომელსაც ხელმძღვანელობს რაჟდენ კუპრაშვილი", - ამბობს გიორგი სიორიძე
გიორგი გაბიტაშვილი მთავარი პროკურორი აღარ იქნება - ის შალვა პაპუაშვილმა დღეს გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარადგინა.
გაბიტაშვილი ცოტნე ყავლაშვილს შეცვლის, რომელმაც თავის მხრივ გენერალური აუდიტორის თანამდებობდა გუშინ დატოვა. ყავლაშვილი ფინანსთა მინისტრის მოადგილე გახდა.
ცნობისთვის, გიორგი გაბიტაშვილი დასავლური სახელმწიფოების მიერ არის სანქცირებული.