ზურაბ ჯაფარიძის პირველი გზავნილი დაკავების შემდეგ
კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე დღეს დაკავების შემდეგ პირველად გამოჩნდა. სასამართლოზე, სადაც საქმეს არსებითად მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია განიხილავდა, ზურა ჯაფარიძეს განცხადების გაკეთების საშუალება არ ჰქონია, თუმცა პოლიტიკოსის სათქმელი მისი გუნდის საშუალებით გავრცელდა.
“ეს არ არის ომი. ეს არის სპეციალური სამხედრო ოპერაცია. ვინც ამას ომს დაუძახებთ, დაგსჯით” - პუტინის შნირები რუსეთში, 2022 წელი.
“ჩვენ არ ვართ არალეგიტიმური. ჩვენ ვართ ლეგიტიმური. ვინც ჩვენ არალეგიტიმურს დაგვიძახებთ, დაგსჯით” - პუტინის შნირები საქართველოში, 2025 წელი" - წერია ზურა ჯაფარიძის გზავნილში.
ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, მას შემდეგ კი რაც პოლიტიკოსმა ჯარიმას "უკანონო" უწოდა და არ გადაიხადა, ის 22 მაისს, სასამართლოშივე დააკავეს.