"ჩემმა თანამესაკნემ დამაბარა, კობახიძეს ველოდები საკანშიო" - თორნიკე სხვიტარიძე
"ჩემმა თანამესაკნემ დამაბარა, კობახიძეს ველოდები საკანშიო" - ამის შესახებ ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლებულმა თორნიკე სხვიტარიძემ "პირველებთან" განაცხადა.
სხვიტარიძის განცხადებით, ის საკანში ფეიერკერკის ხელში ჭერის გამო დაკავებულ ახალგაზრდასთან ერთად იჯდა, ასევე მისი თქმით, კონტაქტი ჰქონდა "გადაძახილებით" სხვა პატიმრებთანაც.
ერთმანეთს სულ ვამხნევებდით - ამბობს სხვიტარიძე და აცხადებს, რომ გარეთ უფრო მეტი შემართებით და ბრძოლის სურვილით გამოვიდა.
- შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ თორნიკე სხვიტარიძე სამართალდამრღვევად ცნო და 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. სხვიტარიძეს პოლიციელ მირიან ქავთარაძის სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავებოდნენ.
მირიან ქავთარაძის რაღაც ახირების გამო ვიჯექი მე. ასევე ჩემთან ერთად იჯდა საბა, ბიჭი, რომელმაც ფეიერვერკს მოუკიდა, ძაან გახარებული იყო, იმიტომ, რომ მარტო იყო ის დღეები. ახლაც მარტო დარჩა. ეწყინა ჩემი გამოსვლა, თან გაუხარდა. ნიკასაც ვხედავდი სასეირნოდ და ცოტა გვიხაროდა მოკლედ ერთმანეთის დანახვა. ფანჯარაძე ვძვრებოდით, საყვედურს ვიღებდით, მაგრამ არ გვაინტერესებდა. ერთმანეთს სულ ვამხნევებდით და ცოტა გადაძახილებიც გვქოდნა ერთმანეთთან. საბამ დამაბარა რომ გამოვდიოდი, კობახიძეს ველოდები თანამესაკნედო. ისევ ბრძოლით და ბრძოლისთვის გამოვედი გარეთ. ყოველთვის ვიბრძოლებ და არ გავჩერდებით არასდროს", - ამბობს თორნიკე სხვიტარიძე.
თორნიკე სხვიტარიძემ ზაჰესისის წინასწარი მთავსების იზოლატორი ცოტა ხნის წინ დატოვა- მას იზოლატორთან მეგობრები, ოჯახის წევრები, აქციის მონაწილეები და დაკავებული აქტივისტების მშობლები ელოდებდნენ.
იზოლატორთან ისმოდა შეძახილები - "ცეცხლი ოლიგარქიას" და "თავსიუფლება რეჟიმის ტყვეებს".
შეგახსენებთ, რომ თორნიკე სხვიტარიძე საბა სხვიტარიძის ძმაა, პატიმრის, რომელის საქმეშიც ასევე პოლიციელი მირიან ქავტარაძე ფიგურირებს. საბა სხვიტარიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით გულისხმობს.