გაუშვებენ თუ არა პატიმრობაში - გივი თარგამაძე სასამართლოს განაჩენის მოლოდინშია
გივი თარგამაძე სასართლოს განაჩენის მოლოდინშია. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი წულუკიანის კომისიაზე არმისვლის გამო ბრლდებული პოლიტიკოსის საქმის არსებით განხილვას იწყებს. თარგამაძემ გირაო გადაიხადა, მაგრამ არ გამორიცხავს, რომ ის მაინც დააკავონ.
ამასთან, ის იმ ხარვეზებზე საუბრობს, რომელიც საგამოძიებო კომისიას უკავშირდება.
პირველ რიგში, პროკურატურას მოწმეები ჰყავს, მაგრამ პატრონი არ ჰყავს, პროკურორი აღარ ჰყავთ და არ ვიცი დღეს როგორ ჩამოყალიბდებიან. არ ვიცი რამდენად იციან თვითონ რა უნდათ ამ საქმისგან: გაწელვა უნდათ, უცბად დამთავრება უნდათ... მე თვითონ ვიყავი ომის გამოძიების საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და მოადგილე რატომ ვიყავი? იმიტომ, რომ ოპოზიციონერი იყო თავმჯდომარე და აქ ოპოზიციის კვოტას გადააფურთხეს, უბრალოდ და გადაუარეს ზედ და ამის იქით რაღაზე ველაპარაკო? გარდა იმისა, რომ პარლამენტია არალეგიტიმური, ეს კომისია თავისივე დებულებით ისევე არალეგიტიმურია. ეს კომისია არის შექმნილი ნანა კაკაბაძის პირადი წერილის საფუძველზე. ნანა კაკაბაძე იყო, რუსებმა ძებნაში რომ გამომაცხადეს, ის აძლევდა ოერტეს იტერვიუს, რომ ეს ცუდი კაცია და უნდა გამოაცხადოთპ. შგნით ზის სუბარი, რომელიც იძახდა, რომ საკონსტიტუციო ჩანაწერი გვაქვს, ვერ გადავცემთ რუსებსო, მაგრამ რუსეთის საგამოძიებო კომისიის ჯგუფი მაინც შემოვუშვათ და აქ მაინც დავკითხოთ რამენაირადო და ახლა, სოზარს დავაკითხინებ მე თავს? ეგ რომ არ მოხდება, ხომ ესმით, არა?
არ ვიცი რას უნდა ველოდო, რაც იქნება, ის იქნება, - ამბობს თარგამაძე.
ადვოკატი ბექა ბასილაია პირდაპირ ამბობს, რომ სასამართოსგან სამართლიანი გადაწყვეტილების იმედი არ აქვს. მისი თქმით, თუ "ოცნების" ინტერესი იქნება ამა თუ იმ პირის დაპატიმრება, მას ნებისმიერ კანონს მიუყენებენ.
არსებით განხილვაზე მნიშვნელლობა არც კი აქვს მტკიცებულებას გამოვიკვლევთ-არ გამოვიკვლევთ, იქიდან გამომდინარე, რომ არასწორად არის, საერთოდ, ბრალდება წარდგენილი. ქმედებას, რის დასჯადობასაც იცნობს ადმინისტრაციული კოდექსი, შეუძლებელია, სისხლის სამართლებრივი წესით დასჯადად იყენებდნენ ადამიანის წინააღმდეგ. რასაც ახლა აკეთებენ, იქნება ეს გივი თარგამაძე, გიორგი ვაშაძე, ეს არის პირდაპირი მანიფესტაცია, რომ არავითარ სამართლებრივ ფუნდამენტურ პრინციპს მნიშნელობა არ აქვს. თუ ამოცანა არის, რომ ვიღაც უნდა დაიჭირონ, ნებისმიერ კანონს მიუყენებენ, - ამბობს ბექა ბასილაია.
პროცესზე დღეს ბრალდების და დაცვის მხარეები შესავალ სიტყვას იტყვიან. პროკურატურამ სხდომაზე იგივე მოწმე მიიყვანა, რომელიც ზურა ჯაფარიძის პროცესზე გამოიკითხა. საუბარია გამომძიებელ სალომე შიოშვილზე.
შეგახსენებთ, რომ წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ციხეში უკვე გაუშვეს ირაკლი ოქრუაშვილი, ზურაბ ჯაფარიძე და ნიკა მელია.