კომიკურია, გვეყოლება სანქცირებული გენერალური აუდიტორი, რომელსაც არ აქვს საბანკო ბარათი და ხელფასი უნდა აიღოს "ქეშად" - კეპულაძე
კომიკურია, რომ რომ ქვეყანაში გვეყოლება გენერალური აუდიტორი, რომელიც არის სანქცირებული დიდი ბრიტანეთის მიერ, არ აქვს საბანკო ბარათი და ხელფასი უნდა აიღოს ე.წ. ქეშად - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა, გიორგი კეპულაძემ "პირველებთან" განაცხადა.
- გიორგი გაბიტაშვილი მთავარი პროკურორი აღარ იქნება - ის შალვა პაპუაშვილმა დღეს გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარადგინა.
კეპულაძის თქმით, გიორგი გაბიტაშვილის შემთხვევა კიდევ ერთელ ადასტურებს, რომ "ოცნება" და ალბათ, პირადად ივანიშვილიც ნელ-ნელა სანქცირებულ პირებს სხვადასხვა თანამდებობებზე უშვებს".
ეს არის უბრალოდ თანამდებობა, რომელიც მისცეს გიორგი გაბიტაშვილს იმის სანაცვლოდ, რომ ის აღარ იქნება გენერალური პროკურორი. რა თქმა უნდა, შედარებაც არ შეიძლება იმ გავლენის, რაც ამ ქვეყანაში აქვს გენერალურ პროკურორს და გენერალურ აუდიოტორს და მეორე მხრივ, ცოტა კომიკურიც კია, რომ ქვეყანაში გვეყოლება გენერალური აუდიტორი, რომელიც არის სანქცირებული დიდი ბრიტანეთის მიერ და მას არ აქვს საბანკო ბარათი, ფული და ხელფასი უნდა აიღოს ე.წ. ქეშად, რაზეც სხვა უწყებები შეიძლება დასაჯოს იმის გამო, ვიღაცამ თანამშრომელს ხელფასი ქეშად გადაუხადა. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. როგორც ვხედავ, "ქართული ოცნება" და ალბათ, პირადად ბიძინა ივანიშვილიც ნელ-ნელა სანქცირებულ პირებს სხვადასხვა თანამდებობებზე უშვებს", - აცხადებს გიორგი კეპულაძე.
გაბიტაშვილი ცოტნე ყავლაშვილს შეცვლის, რომელმაც თავის მხრივ გენერალური აუდიტორის თანამდებობდა გუშინ დატოვა. ყავლაშვილი ფინანსთა მინისტრის მოადგილე გახდა.
ცნობისთვის, გიორგი გაბიტაშვილი სანქცირებულია დიდი ბრიტანეთის მიერ.