"პირველების" ინფორმაციით, პოსტი დატოვა მთავარი პროკურორის მოადგილემ გიორგი ბადაშვილმაც

04.06.25 15:48
"პირველების" ინფორმაციით, პოსტი დატოვა მთავარი პროკურორის მოადგილემ გიორგი ბადაშვილმაც

"პირველების" ინფორმაციით, პოსტი დატოვა მთავარი პროკურორის მოადგილემ გიორგი ბადაშვილმაც - ამის შესახებ ინფორმაცია "ტვ პირველს" საინფორმაციო სამსახურს პროკურატურიდან მიაწოდეს.

ბადაშვილი  საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილის პოსტს 2017 წლის 7 ივნისიდან იკავებდა. 2024 წლის 18 ნოემბერს კი ის საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის თანამდებობაზე გადაიყვანეს. 

4 ივნისს ცნობილი გახდა, რომ გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი, რომელსაც  დიდმა ბრიტანეთმა ფინანსური სანქციები დაუწესა, პოსტიდან გადადგა და გენერალურ აუდიტორად ინიშნება.

ამ ეტაპზე უცნობია, ვინ იქნება ახალი გენერალური პროკურორი.

გენერალური აუდიტორის პოსტს 2022 წლის 21 სექტემბრიდან ამ დრომდე ცოტნე ყავლაშვილი იკავებდა. ეს უკანასკნელი "ქართული ოცნების"  ფინანსთა მინისტრის რიგით მეექვსე მოადგილედ დაინიშნა. 

მსგავსი სიახლეები