ჩვენი მოქალაქე, მიხეილ სააკააშვილი, უკრაინაში უნდა წავიყვანოთ - მიხეილ პოდოლიაკი
იმედგაცრუებულები ვართ ჩვენი თანამოქალაქის, უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებით - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელმა გამოცემა УНИАН-ს განუცხადა. მიხეილ პოდოლიაკის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს თვალყურს ადევნებს და ყველაფერს გააკეთებს, რათა მისი ქვეყნის მოქალაქე სააკაშვილი უკრაინაში დააბრუნოს.
სააკაშვილთან მიმართებაში გვაქვს ოფიციალური პოზიცია. ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ უკრაინის მოქალაქე მიხეილ ნიკოლაევიჩის მიმართებაში განხორციელებული ქმედებით. ველოდებით პასუხს, ასე რომ ვთქვათ, გონივრულ პასუხს საქართველოს შესაბამისი ორგანოებიდან, გადაწყვეტილებას მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებთ, მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე. სამინისტრო აღნიშნული საკითხით დაკავებულია.
ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ჩვენი მოქალაქე, საგარეო საქმეთა სამინისტრო მოგვაწვდის ფორმულას, როგორ უნდა შევძლოთ ეს. უკრაინის პრეზიდენტს სააკაშვილის საკითხი პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი. ეს დაკავება ჩვენში ბევრ გაუგებრობას იწვევს - აღნიშნა პოდოლიაკმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ამჟამად უკრაინის მოქალაქე, მიხეილ საკაშვილი, გუშინ თბილისში დააკავეს.
მსგავსი სიახლეები
"ლელო-ძლიერი საქართველო": გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს
"ივანიშვილის რეჟიმის მიერ გაკეთებული განცხადებები პირდაპირ აძლიერებს საოკუპაციო ძალების პოლიტიკურ და პროპაგანდისტულ პოზიციებს"