კახა კალაძე: ხვალ საერთოდ პოლიტიკაში რომ არ ვიყო, პრობლემას ხედავთ?

04.06.25 16:00
კახა კალაძე: ხვალ საერთოდ პოლიტიკაში რომ არ ვიყო, პრობლემას ხედავთ?

საერთოდ პოლიტიკაში რომ არ ვიყო, პრობლემას ხედავთ? - ეს კომენტარი დედაქალაქის მოქმედმა მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან გააკეთა. 

გიორგი გაბიტაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ კალაძემ თქვა, რომ სხვა თამნამდებობაზე გადასვლაში ან საერთოდ პოლიტიკიდან წასვლაში პრობლემას ვერ ხედავს: 

შალვა პაპუაშვილმა ახსნა გადაწყვეტილების მიზეზი, რომ ადამიანი ერთი კონკრეტული თანამდებობიდან გადადის მეორე უწყებაში და იკავებს კონკრეტულ თანამდებობას. რა არის ამაში ცუდი?! მე რომ დღეს მერი ვარ, მთელი ცხოვრება მერი უნდა ვიყო? ხვალ რომ სხვა თანამდებობაზე გადავიდე, რა არის ამაში პრობლემა? ან საერთოდ პოლიტიკაში რომ არ ვიყო, პრობლემას ხედავთ? ჩემი დღევანდელი სტატუსი მთელი ცხოვრება კი არაა მონიჭებული. რამდენიმე წლის წინ სპორტში ვიყავი, დღეს პოლიტიკაში ვარ, ხვალ ზეგ შეიძლება სადღაც ვიყო...“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გიორგი გაბიტაშვილი მთავარი პროკურორი აღარ იქნება - ის შალვა პაპუაშვილმა დღეს გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარადგინა.

გაბიტაშვილი ცოტნე ყავლაშვილს შეცვლის, რომელმაც თავის მხრივ გენერალური აუდიტორის თანამდებობდა გუშინ დატოვა. ყავლაშვილი ფინანსთა მინისტრის მოადგილე გახდა.

ცნობისთვის, გიორგი გაბიტაშვილი სანქცირებულია დიდი ბრიტანეთის მიერ. 

 

მსგავსი სიახლეები