თბილისის მოქმედი მერი ახალ კომპანიას აფუძნებს - რისთვის ემზადება კახა კალაძე
კახა კალაძე ახალ კომპანიას აფუძნებს - შპს ,,კალა კაპიტალ თბილისი” მერის სახელზე რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად დარეგისტრიდა და "პირველების" ინფორმაციით, უკვე ორი დირექტორის შეცვლაც მოასწრო.
- კომპანიის დირექტორიად თავდაპირველად კახა - კობა ივანოვი დანიშნეს, ეს უკანასკნელი ოპოზიციის ინფორმაციის მიხედვით, დედაქალაქის მერის ახლო გარემოცვას წარმოადგენს.
- საჯარო რეესტრის ოფიციალური დოკუმენტებით ირკვევა ისიც, რომ ახალი კომპანიის დაფუძნებიდან ორ კვირაში კალაძემ კომპანიის დირექტორი შეცვალა და პოსტზე ლანა ხასიდაშვილი დანიშნა.
ცნობისთვის, ,,კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონი” თბილსის მოქმედ მერს კომპანიის წილის ფლობას უკრძალავს.
რისთვის ემზადება კახა კალაძე?
კორუფციის მკვლევარი, ირაკლი აბესაძე "პირველებთან" დეტალურად ხსნის, რა მიზნებს შეიძლება, კახა კალაძის ნაბიჯი უკავშირდებოდეს.
აბესაძე არ გამორიცხავს, რომ კახა კალაძე "ოცნების" მერობის კანდიდატი აღარ იყოს. ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ სწორედ ამიტომ თბილისის მოქმედი მერი "ღიად გადაერთო საკუთარი ფინანსურ-ქონებრივი მდგომარეობის დალაგებაზე".
ექსპერტი კორუფციულ რისკებზეც ამახვილებს ყურადღებას:
თბილისის მერის ასე გაცხადებული ქონებრივი მიზნები, მაღალი ალბათობით შეიძლება, შეიცავდეს რაღაც კორუფციულ რისკებს. განსაკუთრებით თუ ამ საკითხს საბოლოო ჯამში დაუკავშირდება ძალიან დიდი ხნის განმავლობაში საეჭვოდ გაჭიანურებული არსენალის ზრდის ამბავი, რომელიც თავის დროზე კახა კალაძეს გადაეცა, მაგრამ ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის ეს კონტრაქტი 10 წლის უკანაც გაწყვეტილი უნდა ყოფილიყო, მაგრამ დღემდე ეკონომიკის სამინისტროს, როგორც ჩანს, კონტრაქტი გაწყვეტილი არ აქვს.
ცალსახაა, რომ კახა კალაძე არღვევეს ,,კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონს", რომლითაც საჯარო მოხელე ვალდებულია, საკუთარი კომპანიის წილები სამართავად გადასცეს სხვას და თავად არ იღებდეს გადაწყვეტილებას, მაგალითად დირექტორის დანიშვნის შესახებ.
კიდევ უფრო საინტერესოა, რა მიზნებს შეიძლება უკავშირდებოდეს ან რატომ შეიძლება იცლიდეს პოლიტიკოსი ახალი კომპანიის დასაფუძნებლად, თუ კი ის ემზადება ახალი საარჩევნო კამპანიისთვის. ჩემი აზრით, მათ შორის არის ერთ-ერთი ნიშანი, რომ კახა კალაძე აღარ იყოს "ოცნების" მერობის კანდიდატი და ახლა უკვე ის, ისევე როგორც გასული წლების განმავლობაში, ახლა უკვე ღიად გადაერთო საკუთარი ფინანსურ-ქონებრივი მდგომარეობის დალაგებაზე", - აცხდებს ირაკლი აბესაძე.
ცნობისთვის, საექსპერტო წერეებში კითხვები იმის შესახებ, რომ შესაძლოა, კახა კალაძემ პოლიტიკური კარიერა დაასრულოს, მოქმედი მერის დღეს გაკეთებული განცხადების შემდეგ გაჩნდა.
მე რომ დღეს მერი ვარ, მთელი ცხოვრება მერი უნდა ვიყო? ხვალ რომ სხვა თანამდებობაზე გადავიდე, რა არის ამაში პრობლემა? ან საერთოდ პოლიტიკაში რომ არ ვიყო, პრობლემას ხედავთ? ჩემი დღევანდელი სტატუსი მთელი ცხოვრება კი არაა მონიჭებული. რამდენიმე წლის წინ სპორტში ვიყავი, დღეს პოლიტიკაში ვარ"- თქვა დღეს კახა კალაძემ.