არჩილ გამზარდია: ევროპელებისთვის გაუგებარი იქნება თვითმმართველობის არჩევნებისადმი ბოიკოტის თემა

04.06.25 19:00
არჩილ გამზარდია: ევროპელებისთვის  გაუგებარი იქნება თვითმმართველობის არჩევნებისადმი ბოიკოტის თემა

 

 

ევროპელებისთვის  გაუგებარი იქნება არჩევნებისადმი ბოიკოტის თემა - ეს მოსაზრება პოლიტოლოგ, არჩილ გამზარდიას ეკუთვნის. 

მისივე შეფასებით, თვითმმართველობაში დემოკრატიის განსაზღვრა შესაძლებელი მხოლოდ არჩევნების ჩატარების შედეგად იქნება.

ზოგადად, ევროპელებისთვის, დიდი ალბათობით, გაუგებარი და უცხოა მიდგომა, როდესაც ადამიანები იღებენ მანდატებს, როგორც ვალდებულებათა სივრცეს და მერე პოლიტიკოსები უარს ამბობენ მანდატებზე, როდესაც პოლიტიკური პარტიები არჩევნებში არ მონაწილეობენ. ამაში შეიძლება მარტო გაუგოს ვიღაცა პოსტ-საბჭოელმა და პოლიტიკოსმა. ევროპელებისთვის, მე ვფიქრობ, ეს ძალიან უცნაური რამეა.

ჩვენთან დღემდე, ხელისუფელბის მოწინააღმდეგეთა რაღაც ნაწილი მსჯელობს ხოლმე, იგივე შარლ მიშელის ჩართულობას რაც მოჰყვა თავის დროზე, ეს უნდა გაეკეთაბინა თუ არა ოპოზიცაის, თუ წინააღმდეგობა გაეწია.

ევროპული სტანდარტი არის აგებული არა იმ შეგრძნებაზე, რომ პოლიტიკური არჩევნები არის ვიღაცის კეთილდღეობის საზომი მხოლოდ, არამედ იმაზე, რომ ეს არის ვალდებულებათა სისტემა, ამიტომ ახლა ჩვენთან ამ გადასახედიდან, პოლიტიკის ამ სტანდარტიდან, რამდენად შეიძლება იქნას აღქმული ბოიკოტი არჩევნების მიმართ, ეს ცოტა უცნაური შეიძლება იყოს მათთვის, თუმცა რამდენად რელევანტური იქნება პოლიტიკის სტანდარტის შეფარდება ჩვენთან მიმდინარე პორცესებში, ეს ცალკე თემაა.

მაგალითად ჩემი ინტერესი სულ არის პოლიტიკის სტანდარტის აწევა და ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც შესაძლოა, პატივს სცემს, სულ მეწინააღმდეგება, რომ რა პოლიტიკურ სტანდარტზეა დღეს ლაპარაკი, ისეთი პროცესები ხდება. ამიტომ, მე მაინც, როგორც სპეციალისტი და ცივილიზებული სახელმწიფოს წარმომადგენლები, ყოველთვის უყურებენ პოლიტიკის სტანდარტს.

ეს არის ფაქტორი და ალბათ, მათთვის გაუგებარი იქნება არჩევნებისადმი ბოიკოტის თემა. იმიტომ, რომ თვითმმართველობაში დემოკრატიის განსაზღვრა მხოლოდ შესაძლებელი იქნება არჩევნების ჩატარების შედეგად.

თუ ბოიკოტი გამოცხადდება, ბოიკოტის ერთი ფრაგმენტი, მიზეზი მოტივაცია იქნება გათავლსიწინებული ამ შეფასებაში, მაგრამ არა სხვა დანარჩენი, იმიტომ, რომ არადემოკრატიულობა პროცესში ვლინდება და არა მხოლოდ უარის ნაწილში. ამიტომ, ზოგიერთ შემთხვევაში, თუნდაც წაგებული ბრძოლა, შესაძლოა, მე არ ვამტკიცებ რო ასეა, მაგრამ შესაძლოა ღირდეს პოლიტიკური ჯგუფებისთვის იმ კუთხით, რომ კიდევ ერთხელ, კარგად აჩვენონ ხელისუფლებსი დამოკიდებულება არჩევნებტან დამოკიდებულებაში", - განაცხადა არჩილ გამზარდიამ. 

 ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული პრესრელიზის მიხედვით, ევროპარლამენტარები საქართველოს ოპოზიციას მიმართავენ - ევროპარლამენტარები ფიქრობენ, რომ 2025 წლის მუნიციპალური არჩევნები საქართველოში დემოკრატიის მორიგი გამოცდაა, ისინი მოუწოდებენ ქვეყნის ოპოზიციას, გამოიყენოს ეს შესაძლებლობა.  

მსგავსი სიახლეები