ივანიშვილის ხელისუფლების დასანქცირებას ევროპარლამენტში მხარი დაუჭირეს - უმწვავესი ანგარიში დამტკიცებულია
ევროპული სანქციების მოთხოვნა დამტკიცებულია - ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა უმწვავესი ანგარიში უმრავლესობით და ევროპელი დეპუტატების ტაშის ფონზე მიიღო.
სიაში არიან ივანიშვილი, კობახიძე, კალაძე, პაპუაშვილი, ღარიბაშვილი და მათი ოჯახის წევრები. ასევე ყველა ის ძალოვანი, ვინც ხალხის დევნასა და ოპონენტების ანგარიშსწორებაშია მხილებული.
ტაშით შეხვდა დარბაზი იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც, რომლებმაც ბრიუსელში იმ ხალხის გზავნილები ჩაიტანეს, ვინც 200 დღეა ქვეყნის ევროპულ მომავალს ქუჩაში იცავს.
ანგარიშის დამტკიცების შემდეგ ევროპარლამენტის ვებ გვერდზე, ოფიცილაური პრე რელიზი გამოქვეყნდა, სადაც წერია, რომ ვერაფერი, გარდა ახალი საპარლამენტო არჩევნებისა "ქართულ ოცნებას" ლეგიტიმაციას ვერ შესძენს და ვიდრე არ იქნება ახალი არჩევნები, "ქართლი ოცნების" მთავრობაც და მათი არჩეული მიხეილ ყაველაშვილიც ევროპარლამენტის მიერ არალეგიტიმურებად დარჩებიან.
ოპოზიიციის ნაწილის შეფასებით, ამ ჩანაწერით, ევროპარლამენტმა წერტილი დაუსვა მსჯელობას თემაზე, მისცემს თუ არა ოპოზიციის მონაწილეობა ადგილობრივარჩევნებში ლეგიტიმაციას "ქართულ ოცნებას".
ევროპარლამენტის მიერ დამტკციებული ანგარიშში, ევროდეპუტატები ოპოზიციას ერთიანობისკენ მოუწოდებენ, მათ შორის ადგილობირვი არჩევნების კონტექსტშიც.
დეტალები ნახეთ, ინა ცარციძის რეპორტაჟში.