რატომ გადაიყვანეს გენერალური პროკურორი აუდიტის სამსახურში?
გენერალური პროკურორობიდან გენერალურ აუდიტორამდე - გიორგი გაბიტაშვილი მთავარი პროკურორი აღარ იქნება. ის შალვა პაპუაშვილმა დღეს გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარადგინა. ოპოზიციის შეფასებით, გაბიტაშვილი "ოცნებამ" დააქვეითა. მიზეზი არც პაპუაშვილს განუმარტავს და არც უკვე გადამდგარ გენპროკურორს.
გიორგი გაბიტაშვილი სანქცირებულია. მას ფინანსური სანქციები დიდმა ბრიტანეთმა ადამიანის უფლებების დარღვევის გამო დაუწესა. ის არ არის პირველი სანქცირებული მაღალჩინოსანი, რომელიც თანამდეობას ტოვებს. თუმცა ეს ამბავი ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. მათ შორის მათთვის, ვისაც წესით მედიაზე ადრე უნდა სცოდნოდა უფროსის წასვლის შესახებ. პროკურორებმა ხელმძღვანლის გადადგომა "პირველებისგან" გაიგეს.
"პირველების" ინფორმაციით, პარასკევს პრორკურორის დღესთან დაკავშირებით, პროკურორების წვეულება სასტუმრო აბოსადორში იგაიმართა, იქ იყო გიორგი გაბიტაშივლიც, ის პროკურორებს სამომავლო გეგმებზე ელაპრაკეობდა, თუმცა დღეს დილით ისე მოულოდნელად, მისმა თანამშრომლებამც ტელევზიიდან გაიგეს გაბიტაშვილის გადადგომის შესახებ.
სანქცირებულ გაბიტაშვილს თანამდებობა გადადგომამდე შეურჩიეს. ის ახლა გენერალური აუდიტორი იქნება. იმ სამსახურს უხელმძღვანელებს, რომლის მთავარი ფუნქცია სახელმწფო უწყებების ფინანსური ოპერაციების კონტროლია. არადა მას ანგარიშები გაყინული აქვს, სახელფასო ბარათი გაუქმებული და ხელფასს, სავარაუდოდ, ნაღდი ფულით აიღებს.
"პირველების" ინფორმაციით, პოსტი დატოვა გენპროკურორის მოადგილემ გიორგი ბადაშვილმაც. კიდევ ერთ მოადგილეს, ზურაბ ბელთაძეს კი გენპროკურორობისთვის ამზადებენ. ბელთაძე ამ პოსტზეც სულ რამდენიმე კვირის წინ დაინიშნა. ინფორმაციას ჯერ ოფიციალური წყაროები არ ადასტურებენ. კანონის თანხმად, ახლა კონკურსი უნდა გამოცხადდეს პროკირორების კანდირების აკადემიურმა წრეებმა უნდა წარადგონონ, საპროკურორი საბჭომ აირჩიოს და შემდეგ პარლამენტმა დაამტკიცოს.
დეტალები ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.