კალაძის სათადარიგო გეგმა - ემზადება თუ არა თბილისის მერი "ოცნებიდან" და პოლიტიკიდან წასასვლელად?
კახი კალაძემ, მის შესაძლო წასვლაზე, ეჭვები დღეს თავად გააჩინა. კალაძემ დღეს არ გამორიცხა, რომ მესამე ვადით თბილისის მერი შეიძლება აღარ იყოს და პოლიტიკაზე საერთოდ უარი თქვას. ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში კი "პირველებმა" გაარკვია, რომ თბილისის მერმა ახალი კომპანია დააფუძნა.
ირკვევა, რომ ორი კვირის წინ, 2025 წლის 13 მაისს კალაძემ კომპანია "კალა კაპიტალი თბილისი" დააფუძნა. ამ კომპანიის დირექტორაად კი მისი ახლო გარემოცვის წევრი კახა კობა ივანოვი დანიშნა.
კახაბერ კობაივანოვი მისი ახლო გარემოცვის წევრია, "სტუდია მონოტორის" ჟურნალისუტირი გამოძიების თანხმად, სწორედ კობა ივანოვის კომპანიამ შეიძინა მერიის რეაბილტირებული 4 ისტორიული შენობა გუდიაშვილის მოედანზე. მათ შორის ლიტერატურული საქართველოს ისტორიული შენობა, როდესაც კალაძეს კითხეს როგორ ჩაიგდო ხელში მისი ახლო გარემოცივს წევრმა მუნიციპალური ქონება, ის პასუხობდა რომ არ იცოდა.
ახალი კომპანიის დაფუძნებიდან და კახაბერ კობა ივანოვის დირექტორიად დანიშვნიდან ორ კვირაში კალაძემ დირექტორის შეცვლა გადაწყვიტა და თანამდეობაზე ლანა ხასიდაშივლი დანიშნა.
საკრებულოს ოპოზიცია ამბობს, რომ კალაძეს ბიზნესი ყველთვის ჰქონდა, თუმცა მას არაფრომალურად მართავდა ახლა კი ჩრდლიდან გამოდის. კალაძის განცხადება და მისი დაფუძნებული ახალი ბიზნესი გაქცევის მცდლეობად შეაფასა ლევან ხაბეიშივლმა , ოპოზიციის ლიდერს აქვს მოსაზრება, რომ კალაძე შესაძლოა ოცნებამ მერად აღარ წარადგინოს.
დეტალები ნახეთ, ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.