პირველი სხდომა დაკავების შემდეგ - ზურა ჯაფარიძის სასამართლო პროცესის დეტალები

04.06.25 20:26
პირველი სხდომა დაკავების შემდეგ - ზურა ჯაფარიძის სასამართლო პროცესის დეტალები

პირველი სხდომა დაკავების შემდეგ - ბრალდებულის სკამზე მჯდომ ზურაბ ჯაფარიძეს სასამართლოსთვის სათქმელი არაფერი ჰქონდა. ის დუმილით ისმენდა საქმის მთავარი გამომძიებლის  ჩვენებას, რომელმაც თქვა, რომ საგამოძიებო მოქმედებები ოპოზიციონერი ლიდერის ფეისბუქის დათვალიერებით ჩაატარა.

მიუხედავად იმისა, რომ საგამოძიებო კომისიის 50% ოპოზიციით დაკომპლექტებული არ არის, კითხვა კომიისიის ლეგიტიმურობაზე გამომძიებელს არ გაჩენია. დღეს გამომძიებელმა თქვა, რომ პროკურორთან ერთად იმსჯელა და გადაწვიტა რომ ზურა ჯაფარიძის უარი სისხლის სამართლის დანაშაულად უნდა შეფასებულიყო. 

ბრალდებული პოლიტიკოსი მის წინააღმდეგ საქმის მალე დასრულებას ითხოვს. თუ მტკიცებულებებს დაცვის მხარე უდაოდ გახდის მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას ზურა ჯაფარიძის საქმეზე შეუძლია ვერდიქტი 17 ივნისს გამოაცხადოს.

წულუკიანის კომისიაზე არ მისვლის გამო დაკავებული ჯაფარიძის საქმე ისე სრულდება, რომ წულუკიანი არ გამოიკითხება. დღეს პროკურორმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მასთან კითხვები არ აქვთ.

დეტალები ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები