"ოცნებამ" იცის, რომ სააკაშვილი გარდამტეხ ცვლილებებს გამოიწვევს - თინა ბოკუჩავა მიხეილ სააკაშვილს ხვდება
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, თინა ბოკუჩავა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად მივიდა. ოპოზიციის წევრი ამომრჩევლებს საარჩევნო პოროცესში ჩართულობისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ქვეყნის გათავისუფლებასთან ერთად საქართველოს მესამე პრეზინდენტიც ავტომატურად თავისუფალი იქნება.
როგორც იმ წერილში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა პრეზიდენტი სააკაშვილი ამბობს, ახლა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის გათავისუფლება და ბუნებრივია, ჩვენი ქვეყნის გათავისუფლებასთან ერთად მისი გათავისუფლება იქნება ავტომატური და ჩემი აზრით, მისმა თავგანწირვამ უნდა მისცეს მაგალითი თითოეულ ჩვენთანაგანს იმისთვის, რომ თითეული საქართველოს მოქალაქე მივიდეს საარჩევნოო ყუთთან, - ამბობს ბოკჯუჩავა.
თინა ბოკუჩავა არ გამორიცხავს, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის "ქართულ ოცნებას" ქვეყნის დატოვების სანაცვლოდ ნებისმიერი შეთავაზება გააკეთებინა. მისი თქმით, მმართველმა პარტიამ იცის, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ყოფნა გარდამტეხ ცვლილებებს გამოიწვევს.
ივანიშვილის რეჟიმი, რომელიც უკიდურესად შეშინებულია, დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერ შემოთავაზებას გააკეთებდა იმისთვის, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი არ ყოფილიყო საქართველოში, იმიტომ, რომ მათ იციან, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი გამოიწვევს გარდამტეხ ცვლილებებს ამ ქვეყანაში, - განაცხადა ბოკუჩავამ.
მსგავსი სიახლეები
"ლელო-ძლიერი საქართველო": გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს
"ივანიშვილის რეჟიმის მიერ გაკეთებული განცხადებები პირდაპირ აძლიერებს საოკუპაციო ძალების პოლიტიკურ და პროპაგანდისტულ პოზიციებს"