დაპირისპირება ქუთაისში - საარჩევნო უბანზე შემაჯამებელი ოქმი წინასწარ შეავსეს
ქუთაისის საარჩევნო 124-ე საარჩევნო უბანზე შემაჯამებელი ოქმი, რომელიც არჩევნების მერე ივსება, წინასწარ შეავსეს.
ფაქტს დაპირისპირება მოჰყვა. საარჩევნო უბანზე შემაჯამებელი ოქმის შევსება გამოუცდელობით ახსნეს. თუმცა უცნობია, როგორ დაითვალეს შემაჯამებელი შედეგები არჩევნების დასრულებამდე 5 საათით ადრე.
შეეშალა მდივანს, ახალია წელს არის პირველად", - თქვა კომისიის თავმჯდომარემ.
ოქმზე, რომელიც წინასწარ შეივსო და გაყალბდა კომისიის თავმჯდომარის ხელმოწერა იყო.