"კამერები პირდაპირ უყურებს საარჩევნო კაბინებს" - ბექა ლილუაშვილი საარჩევნო დარღვევებზე

02.10.21 15:44
"კამერები პირდაპირ უყურებს საარჩევნო კაბინებს" - ბექა ლილუაშვილი საარჩევნო დარღვევებზე

პარტია "საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ბექა ლილუაშვილი, საარჩევნო პროცესში გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობს. ერთ-ერთ უხეშ დარღვევად ლილუაშვილი საარჩევნო უბანზე კამერების ისეთი რაკურსით  განთავსებას ასახელებს, საიდანაც ხმის მიცემის კაბინები კარგად ჩანს. 

ამ დროისთვის  გამოვლენილი ძირითადი მნიშვნელოვანი დარღვევები არის სხვადასხვა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დარღვევა, ეს არის კამერების ისეთ ადგილზე განთავსება, რომელიც პირდაპირ უყურებს საარჩევნო კაბინას და შესაბამისად, ხდება არჩევანის გათქმის საფრთხე. ასეთი სიტუაცია გამოვლენილია მრავალ უბანზე. თითოეულ უბანზე ჩვენი წარმომადგენლების მხრიდან დაფიქსირებულია შესაბამისი საჩივარი, თუმცა მიუხედავად საჩივრის დაფიქსირებისა, სამწუხაროდ, ადგილზე მდგომარეობა ამ დრომდე არ არის გამოსწორებული. რეგისტრატორებს აქვთ , როგორც ჩანს აქვთ, ინსტრუქცია, რომ ხმამაღლა გახმოვანება თითოეული ადამიანის, რომელიც მისულია რეგისტრატორთან ბიულეტენის ასაღებად და ხელის მოსაწერად. ამავდროულად, ჩვენი ინფორმაციით, რეგისტრატორების ნაწილს აქვს პირბადის ქვეშ შესაბამისი მიკროფონი, რომლითაც ამ ყურსასმენებზე გადაეცემა აღნიშნული ინფორმაცია, - ამბობს ლილუაშვილი. 

მსგავსი სიახლეები