ივანიშვილის მცდელობაა, რომ ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი დაამყაროს - გოცირიძე

04.06.25 23:45
ივანიშვილის მცდელობაა, რომ ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი დაამყაროს - გოცირიძე

"ყველაფერი, რაც საკანონმდებლო სფეროში ხდება, ივანიშვილის მცდელობაა, რომ ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი დაამყაროს" - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, რომან გოცირიძემ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ სასამართლოში, "ნაძირალა მოსამართლეების" მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ბეჭედს პროკურატურა უსვამს.

ყველაფერი, რაც კეთდება საკანონმდებლო სფეროში, საკადრო სფეროში, კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომელიც სასამართლოში ფორმდება, ეს არის ბიძინა ივანიშვილის მცდელობა, რომ საბოლოოდ დაამყაროს ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი. ყველაფერი არის ერთმანეთთან დაკავშირებული, თუნდაც ის, რომ ყოფილი გენერალური პროკურორი არის სანქცირებული, რომელიც არის ყველაზე ბნელი დავების შემსრულებელი. პროკურატურა ამ ნაძირალა მოსამართლეების ხელით ყველაფერს ბეჭედს უსვამს," - ამბობს რომან გოცირიძე.

გიორგი გაბიტაშვილი მთავარი პროკურორი აღარ იქნება - ის შალვა პაპუაშვილმა დღეს გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარადგინა.

გაბიტაშვილი ცოტნე ყავლაშვილს შეცვლის, რომელმაც, თავის მხრივ, გენერალური აუდიტორის თანამდებობდა გუშინ დატოვა. ყავლაშვილი ფინანსთა მინისტრის მოადგილე გახდა.

ცნობისთვის, გიორგი გაბიტაშვილი დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულია. 

მსგავსი სიახლეები