ბათუმში ,,ტვ პირველის" კორესპონდენტები საარჩევნო უბნიდან გაიტაცეს

02.10.21 15:54
ბათუმში ,,ტვ პირველის" კორესპონდენტები საარჩევნო უბნიდან გაიტაცეს

ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე მე 20-ე საარჩევნო უბნიდან, ,,ტვ პირველის" გადამღები ჯგუფი გაიტაცეს. ჟურნალისტი თამთა დოლენჯაშვილი და ოპერატორი გიორგო კოხოძე ,,ქართული ოცნების" კოორდინატორებმა ,,მერსედესის" მარკის მიკროავტობუსით გაიტაცეს და რამდენიმე ხნის განმავლობაში თავისუფლება აღუკვეთეს.

როგორც  ,,ტვ პირველის" კორესპონდენტი ბათუმიდან გვატყობინებს, მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ,,ქართული ოცნების" კოორდინატორები ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე მე 20-ე სარჩევნო უბანთან ,,მერსედესის" მარკის 2 მიკროავტობუსით იყვნენ მობილიზებული და ამომრჩევლის ნებაზე გავლენის მოხდენას ცდილობდნენ. დეტალების გასარკვევად ,,ტვ პირველის" გადამღები ჯგუფი საარჩევნო უბანთან მდგარ მიკროავტობუსში ავიდა, რა დროსაც მძღოლმა მანქანა დაძრა და ჟურნალისტები გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა. 

,,ტვ პირველის" ჟურნალისტი გაესაუბრა მანქანაში მსხდომ ხალხს, რომლებმაც არ დაადასტურეს, რომ ,,ქართული ოცნების" წარმომადგენლები არიან და გადამღებ ჯგუფს გაეხუმრნენ.

არ ვართ ,,ოცნება" წამოდით ახლა, გათიშეთ კამერა და კარგ ხაჭაპურზე დაგპატიჟებთ, ვღადაობთ ახლა - უთხრეს მათ ტვ პირველის ჟურნალისტს.

მიკროავტობუსში მსხდომმა პირებმა განაცხადეს, რომ არა საარჩევნო უბანზე, არამედ, პანაშვიდზე იყვნენ მოსული. მიკროავტობუსის მძღოლმა ,,ტვ პირველის" გადამღები ჯგუფი საარჩევნო უბანს განარიდა და მოშორებით ჩამოსვა.

,,პირველებთან" საუბარში ადგილობრივი მოსახლეობა ჰყვება, რომ აღნიშნული მოკროავტობუსი დილის 8 საათიდან უბანზე იმყოფება და მის სალონში მსხდომი ხალხი არჩევნების გაყალბებით არის დაკავებული.