გამოძიება არ ინტერესდება ვინ არის ჯანგველაძის მკვლელობის დამკვეთი და ვინ ეხმარებოდა უძილაურს დანაშაულის ჩადენაში - ადვოკატი
ლევან ჯანგველაძის მკვლელობა - მოკლული ბიზნესმენის ოჯახი და ადვოკატი გამოძიებისგან ითხენ დადგინდეს, როგორ აღმოჩნდა უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი გელა უძილაურის ხელში და ვინ არის თბილისის ცენტრში მომხდარი მკვლელობის დამკვეთი.
თბილისის ცენტრში ჩაცხრილული მამაკაცის ოჯახის ადვოკატი, უკვე ათ დღეზე მეტია საქმის მასალების გადაცემას ითხოვს, თუმცა ტარიელ კაკაბაძის თქმით, იმ მას ამ დრომდე მტკიცებულებები არ გადასცემია.
ასევე ჯანგველაძეების ოჯახის ადვოკატის თქმით, გამოძიება არასწორი მიმართულებით მიდის, ამ დრომედე არ გამოუკითხავთ "კრიმინალური ბანდის" წევრები, რომლებსაც სანდრო წივწივაძისგან დანაშაულის იარაღი გადაეცათ.
- უკანონო იარაღის გასაღების ბრალდებით დაკავებულია სანდრო წივწივაძე. ის გამოძიებისმიხედვით ბრალდებულმა 2018-2019 წლებში შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღები უკანონოდ გაასაღა სხვადასხვა ადამიანებზე. აღნიშნული იარაღებიდან ერთ-ერთი კი სწორედ ჯანგველაძის მკვლელობისას იყო გამოყენებული. ირკვევა, რომ საქმეში არსებობენ სხვა ფიგურანტები, მთაწმინდის საძმოს წევრები, ძმები მიქაძეები და გიორგი ჯოხაძე, რომელსაც წყაროს ინფორმაციით, სანდრო წივწივაძისგან მკვლელობის იარაღი ჰქონდათ გადაცემული და სწორედ მათი გავლით აღმოჩნდა იარაღი გელა უძილაურის ხელში. აღნიშნულ პიროვნებებს საქართველოს საზღვარი უკვე დატოვებული აქვთ.
ადვოკატის თქმით, ამ მიმართულებით გამოძიება იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ამით დადასტურდება, რომ გელა უძილაურმა მკვლელობის დაკვეთა შეასრულა, თუმცა ტარიელ კაკაბაძე ამბობს, რომ გამოძება არ ინტერესდება იმით, თუ ვინ არის მკვლელობის დამკვეთი და ვინ ეხმარებოდა გელა უძილაურს ამ სასტიკი დანაშაულის ჩადენაში
ტარიელ კაკაბაძის თქმით, კითხვები არსებობს გენერალურ პროკურორთან, ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით, რომელსაც წყარო მკვლელობის ერთ-ერთ ფიგურანტად ასახელებს. ის გამოძებას არ გამოუკითხავს.
არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა იმას, რომ სანდრო წივწივაძემ გელა უძილაურს პირადად გადასცა იარაღი. რეალურად იმაშია საქმე, რომ სანდრო წივწივაძისგან აღნიშნული იარაღი აღმოჩნდა ერთ-ერთი კრიმინალური დაჯგუფების ხელში და შემდეგ უკვე აღმოჩნდა გელა უძილაურის ხელში. და ამ კრიმინალური დაჯგუფების წევრები ვინ არიან, როგორ აღმოჩნდა მათ ხელში იარაღი და შემდეგ როგორ დაავალეს გელა უძილაურს, ამასთან დაკავშირებით გამოძიება ვალდებული იყო და ვალდებულია მოიპოვოს შესაბამისი მტკიცებულებები და გამოიძიოს აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე. არცერთი არ დაუბარებიათ, არცერთი არ გამოუკითხავთ და როგორც ირკვევა არანაირი საგამოძიებო მოქმედებები მათთან მიმართებით არ ჩაუტარებიათ. საქმის მასალები ჩვენ ჯერ კიდევ არ გადმოგვცემია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი ხნის წინ გამოვითხოვეთ და მიზეზი არის აბსურდული. ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ თითქოს კანცელარიაში კი არის დაფიქსირებული ჩვენი განცხადება, მაგრამ მათთან არ არის ჯერჯერობით ასული რომ გადმოგვცენ. ეს არის სრული აბსურდი. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ამ ყველაფრის მიზანია ის, რომ ჩვენ საჯაროდ არ გავაკეთოთ განცხადებები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ არასწორად მიდის გამოძიება, თუ როგორ არასწორად მიდის საგამოძიებო მოქმედებები. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ძალიან გახმაურებული მკვლელობა, ამ მკველობის მიმართ არსებობს საზოგადოების ძალიან დიდი ინტერესი და არცერთი სამთავრობო მედია არ ინტერესდება სხვადასხვა დეტალებით, არ ინტერესდებიან იმით, თუ ვინ არის მკვლელობის დამკვეთი და ვინ ეხმარებოდა გელა უძილაურს ამ სასტიკი დანაშაულის ჩადენაში. მათ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კითხვები არ აქვთ, ისევე როგორც, ამ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით კითხვები არ აქვს საქმის პროკურორს, რომელსაც აბსოლუტურად არასწორი ვერსია აქვს განვითარებული", - ამბობს ტარიელ კაკაბაძე.
- ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 16 აპრილს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა.
- TV პირველის გამომძიებელ ჟურნალისტთა ოფისმა გასულ შაბათს ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკველობამდე გადაღებულ კადრები გაასაჯაროვა, რომელიც 14 მარტს ვერეს ხეობაშია გადაღებული. ჩანაწერში სავარაუდო ქილერის, გელა უძილაურის გადაადგილებაა ასახული.
- "შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული ვიდეოკადრები აჩენს ვარაუდს, რომ ქილერი მარტო არ მოქმედებდა და ამ ტერიტორიაზე მისთვის დანაშაულის იარაღის გადასაცემად სამალავი იყო მოწყობილი.