ირაკლი კობახიძისთვის ჩინეთი “მისაბაძი სახელმწიფოა”
ირაკლი კობახიძეს ჩინეთი მისაბაძ ზესახელმწიფოდ მოიხსენიებს და ამტკიცებს, რომ მისი როლი განსაკუთრებით "უნდა დავაფასოთ არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიო მასშტაბით მეტი მშვიდობის უზრუნველყოფაში".
ამის შესახებ კობახიძემ თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ვფიქრობ, ჩინეთი არის სწორედ ის ზესახელმწიფო, რომელსაც ყველამ უნდა მიბაძოს. გასული 45 წლის განმავლობაში ჩინეთი იყო ზუსტად ის ზესახელმწიფო, რომელსაც არცერთ ომში არ მიუღია მონაწილეობა. ეს ზესახელმწიფო თავიდან ბოლომდე ორიენტირებული იყო პროგრესზე, მოდერნიზაციასა და ეკონომიკის განვითარებაზე, და შედეგებიც, ვფიქრობ, სახეზეა.
კიდევ ერთხელ, განსაკუთრებით უნდა დავაფასოთ ამ სახელმწიფოს განსაკუთრებული როლი არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიო მასშტაბით მეტი მშვიდობის უზრუნველყოფაში“- აცხადებს კობახიძე