,,ოცნება" ოპონენტებს მოკვლით ემუქრება - ხაშურში ექსპრემიერის თანაპარტიელი დააშინეს
"ქართული ოცნება" ოპონენტებს მოკვლით ემუქრება. ამის შესახებ ექსპრემიერის თანაპარტიელები საუბრობენ, მათი ინფორმაციით, პარტია "საქართველოსთვის" წარმომადგენლებს სახელისუფლებო გუნდი და სუს-ი ემუქრება. გიორგი გახარიას პარტიის წევრების თქმით, მათივე პარტიის წარმომადგენელი შიშის გამო საარჩევნო ადმინისტრაციაში საერთოდ არ მივიდა. შემთხვევა ხაშურში მოხდა.
ექსპრემიერის გუნდის წევრები ყვებიან, რომ მათ თანაპარტიელთან სუს-ის თანამშრომლები გუშინ გვიან ღამით მივიდნენ. მურმან ჩაჩანიძე საგამოძიებო უწყების თანამშღომლებმა ოპერატიულ ავტომობილში ჩაისვეს და გორის მიმართულებით წაიყვანეს. გზად სუს-ის თანამშრომლები ექსპრემიერის თანაგუნდელს აშინებდნენ და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ. ისინი ჩაჩანიძისგან გახარიას პარტიის დატოვებას და "ქართული ოცნების" რიგებში გაერთიანებას მოითოხვდნენ.
ჩაჩანიძის თქმით, სუს-ის ხუთივე წარმომადგენელი შეიარაღებული იყო.
იქნებოდა ღამის 12-ის ნახევარი. მოვიდნენ, საქმე გვაქვსო. აქ ვილაპარაკოთ - თქო, მე ვუთხარი. არაო, გარეთო. დაბურული მანქანით იყვნენ. მითხრეს, რომ "ქართულ ოცნებაზე" უნდა იმუშავოო. მე ვუთხარი, "ქართული ოცნებისთვის" არასდროს მიღალატია, თქვენ როგორ გიღალატებთ-მეთქი? კარგიო, - ამბობს ჩაჩანიძე.
მსგავსი სიახლეები
"ლელო-ძლიერი საქართველო": გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს
"ივანიშვილის რეჟიმის მიერ გაკეთებული განცხადებები პირდაპირ აძლიერებს საოკუპაციო ძალების პოლიტიკურ და პროპაგანდისტულ პოზიციებს"