პოლიტიკიდან შესაძლო წასვლაზე კალაძე პირველ კომენტარს აკეთებს
პოლიტიკიდან შესაძლო წასვლაზე კალაძე პირველ კომენტარს აკეთებს - კითხვაზე, აპირებს თუ არა რომ დარჩეს მერობის კანდიდატად, კალაძემ განაცხადა, რომ "მერობას აპირებს".
კალაძის თქმით, ოპოზიცია მიიღებს თუ არა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას „არსებითი მნიშვნელობა არ აქვს“
„მერობას ვაპირებ და ვაპირებ, რომ დაგამარცხოთ ყველა ის რადიკალური დაჯგუფება, ვინც ხართ. დაგამარცხებთ და ქართველ ხალხთან ერთად მოგიჩენთ შესაბამის ადგილს, რაც არის თქვენი ბუნებრივი მდგომარეობა”,- განაცხადა კალაძემ.
- კახი კალაძემ, მის შესაძლო წასვლაზე, ეჭვები გუშინ თავად გააჩინა. კალაძემ არ გამორიცხა, რომ მესამე ვადით თბილისის მერი შეიძლება აღარ იყოს და პოლიტიკაზე საერთოდ უარი თქვას. ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში კი "პირველებმა" გაარკვია, რომ თბილისის მერმა ახალი კომპანია კალა კაპიტალი თბილისი" დააფუძნა.
იქნება თუ არა კახა კალაძე "ოცნების" მერობის კანდიდატი, ეს დღეს ირაკლი კობახიძესაც ჰკითეს, რაზეც მან თქვა „100% არ ვიცი, 99.9%... ეს ადამიანი იქნება ჩვენი მერობის კანდიდატი".
გუნდში ეს სულისკვეთება არის. ჩემი პირადი დამოკიდებულებაა, რომ ის აბსოლუტურად უალტერნატივოა თბილისის მერის პოზიციაზე. დანარჩენი როგორ გითხართ, შემიძლია დავიფიცო“, - აღნიშნა კობახიძემ.