კახა კალაძის პირველი კომენტარი მის მიერ დაფუძნებული ახალი კომპანიის შესახებ - რას გეგმავს თბილისის მერი
კახა კალაძე ახალი ბიზნეს კომპანიის დაარსებას ადასტურებს - თბილისის მერი ირწმუნება, რომ მისი ახალი ბიზნეს გეგმა სანქციებთან კავშირში არ არის და უბრალოდ გაწაყვიტა "ბავშვობის ჰობს" გაჰყოლოდა.
კალაძე ამბობს, რომ მისი ახალი კომპანია "შპს ,,კალა კაპიტალ თბილისი” ძველი ავტომობილების რესტავრაციას გეგმავს და საერთაშორისო არენაზე მათ გაყვანას შეეცდება.
ეს არის საპილოტე პროექტი, ვაპირებ ახალგაზრდებთან ერთად განვახორციელო აღნიშნული პროექტი. რამდენად გამოგვივა არ ვიცი - ამბობს კალაძე.
"პირველებმა" კალაძეს ჰკითხა, რა იქნება კაპიტალი და ვისთან განიხილავდ პარტნიორობას, რაზეც თბილისის მერმა განაცხადა, რომ "ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.
არის კომპანიები, რომლებიც არის ჩემს საკუთრებაში და რომლებიც არის მითითებული დეკლარაციაში. თვითონ საქმიანობას რაც შეეხება, რაც გვაქვს იდეაში ეს არის საპილოტე პროექტი, ეს არის ჩემი ჰობი, გატაცება იყო ბავშვობიდან და ყოველთვის მქონდა ამის სურვილი. ვაპირებ ახალგაზრდებთან ერთად განვახორციელო აღნიშნული პროექტი. რამდენად გამოგვივა არ ვიცი, ვნახოთ. ეს არის ძველი ავტომობილების რესტავრაცია და საერთაშორისო არენაზე მათი გაყვანა.
თანხებს რაც შეეხება, ევროპულ ბანკებში თანხები არ მაქვს, ეს დადასტურებული ინფორმაციაა, დეკლარაციაშიც არის ასახული. თანხები, რაც მქონდა ევროპულ ბანკებში მქონდა გასესხებული კონკრეტულ კომპანიაზე, შემდეგ თანხები დამიბრუნდა, შვიძინე კრიპტოვალუტა და უცხოურ ბანკებთან არანაირი ურთიერთობა არ მაქვს, თუმცა ამას აქვს ახსნა და მიზეზი", - განაცხადა კალაძემ.
კახა კალაძე ახალ კომპანიას აფუძნებს - შპს ,,კალა კაპიტალ თბილისი” მერის სახელზე რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად დარეგისტრიდა და "პირველების" ინფორმაციით, უკვე ორი დირექტორის შეცვლაც მოასწრო.
- კომპანიის დირექტორიად თავდაპირველად კახა - კობა ივანოვი დანიშნეს, ეს უკანასკნელი ოპოზიციის ინფორმაციის მიხედვით, დედაქალაქის მერის ახლო გარემოცვას წარმოადგენს.
- საჯარო რეესტრის ოფიციალური დოკუმენტებით ირკვევა ისიც, რომ ახალი კომპანიის დაფუძნებიდან ორ კვირაში კალაძემ კომპანიის დირექტორი შეცვალა და პოსტზე ლანა ხასიდაშვილი დანიშნა.