შეუძლებელია, ივანიშვილთან ბიზნესკავშირების გამო ვინმემ დამსაჯოს - ირაკლი რუხაძე
ირაკლი რუხაძე ირწმუნება, რომ „ლიბერთი ბანკის“ გაყიდვა მოსალოდნელ სანქციებს არ უკავშირდება. მეტიც "ქართული ოცნებასთან: დაახლოებული ბიზნესმენი ამბობს, რომ სანქციების არ ეშინია და არც ელოდება.
ჩვენი ყველა კომპანია იყიდება და მეტსაც გეტყვით, ცოტა ხანში იმედია, გამოვაცხადებ, რომ რაღაც ახალს ვყიდულობთ საქართველოში, ამიტომ არაფერი კავშირი ამას არ აქვს სანქციებთან. სანქციებზე ეს ვითომ საფრთხე არსებობს ძალიან დიდი ხანია, ჩვენ ძალიან ჭკვიანი ხალხი ვართ და ვიცით როგორ გავუმკლავდეთ ამ საფრთხეებს. რატომ უნდა ველოდო მე სანქციებს, ჯერ ერთი ამერიკისგან შეუძლებელია,"- უთხრა "ლიბერთი ბანკის" მფლობელმა "ტვ პირველის" ჟურნალისტს.
"ქართული ოცნებასთან" დაახლოებული ბიზნესმენი ამტკიცებს იმასაც, რომ შეუძლებელია ის ბიძინა ივანიშვილთან კავშირების გამო "დაისაჯოს":
ბიძინა ივანიშვილის და ბიძინას კავშირების გამო შეუძლებელია დამსაჯონ. ივანიშვილთან ბიზნესკავშირები დანაშაული არ არის", - ამბობს რუხაძე
"იმედის" მფლობელი "პირველებთან" დღეს ასევე ამტკიცებდა, რომ მისი ტეელვიზია პროპაგანდისტული მედია-საშუალება არ არის და არ შეიძლება ამის გამო ვინმემ საქნციები დაუწესოს.
ვისაც ახალი ამბავი აინტერესებს ყველა ჩვენ გვიყურებს და ეს თუ ასეა და პროპაგანდისტულია, მაშინ საქართველო ყოფილა, მაყურებელი ყოფილა პროპაგანდისტული, პრორუსი და კიდევ ათასი საშინელება, რასაც გვაბრალებენ. ჩვენ ვართ გენიალური არხი, უბრალოდ ფეხებზე ვაწვებით ვიღაცას და ასეც გავაგრძელებთ"- აცხადებს რუხაძე.
ცნობისთვის, ირაკლი რუხაძის სახელი და გვარი ბოლო პერიოდში არაერთხელ გაჟღერდა იმ ადამიანების გვერდით, რომელთა აშშ-ში მოსალოდნელ სანქცირებაზეც არის საუბარი. ერთ-ერთი ბოლო ასეთი შემთხვევა იყო „მეგობარი აქტის“ თანაავტორის, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონის გამოქვეყნებული სია, რომელიც ასახავდა „ბიძინა ივანიშვილის სახელმწიფოს მიტაცებაში ხელშემწყობთა სიას“. ამ ჩამონათვალში მოხვდა ირაკლი რუხაძეც.