არის უსუსური მცდელობები "ოცნების" მხრიდან გაყალბებების - ელენე ხოშტარია

02.10.21 16:15
არის უსუსური მცდელობები "ოცნების" მხრიდან გაყალბებების - ელენე ხოშტარია

მოძრაობა "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია, ამბობს, რომ მთელი დღის განმავლობაში საარჩევნო უბნებზე მოქალაქეების აქტივობა შეიმჩნევა. მისი თქმით, ასევე, მთელი დღის განმავლობაში მათ შტაბში შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით მოქალაქეების საჩივრები შედის. 

ელენე ხოშტარია ამომრჩეველს მეტი აქტიურობისა და საარჩევნო პროცესში ჩართულობისკენ მოუწოდებს. 

მთელი დღის განმავლობაში ჩვენს შტაბში შემოდის ინფორმაცია თავად მოქალაქეებისგან, რომლებიც უფრთხილდებიან საკუთარ ხმებს, რომლებიც გვაფრთხილებენ შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და იმედის მომცემი. მთავარი იარაღი ქვეყნის ცვლილების ეს არის სწორედ, ამომრჩეველი. ჩვენც, ოპოზიციაც, ვართ მობილიზებულები, მთელი დღის განმავლობაში არის უსუსური მცდელობები "ქართული ოცნების" მხრიდან გაყალბებების. მე უშუალოდ გლდანის უბანზე ვარ და ვნახეთ დაზიანებული ბიულეტენები, ასევე, ბეჭდის არდარტყმები, რასაც ყველას ვაფრთხილებდით, - განაცხაცა ხოშტარიამ. 

მსგავსი სიახლეები